პარლამენტარი თეონა აქუბარდია თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აფასებს და პროცესს უმკაცრეს შეფასებას აძლევს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. „კომერსანტი“ დეპუტატის შეფასებას უცვლელად ავრცელებს:
„ის რაც ახლა თბილისში ხდება არის კლასიკური რუსული ჰიბრიდული ომის გამოხატულება. ეს არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე, ჩვენს კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, მედიაზე, ჩვენს საგარეო ვექტორზე. თავდასხმა მოქალაქეებზე, აგრესია ჟურნალისტებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე და ყველაფერ იმაზე, რისკესაც მივისწრაფით.
ეს ორგანიზებული აგრესიული ბრბო ცდილობს წაგვართვა ის, რისთვისაც ამდენი ომი გადავიტანეთ და რისთვისაც ამდენმა საქართველოს მოქალაქემ გაწირა თავი. ამ ბრბოს არ ჰქონია რეაგირება არც მცოცავ ოკუპაციაზე და არც ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე.
ჰოდა როცა მთავრობა სიტყვიერად გვეუბნება, რომ ებრძვის ჰიბრიდულ ომს და მეორე ხელით ახალისებს და ხელს უწყობს ამ ამბავს (დღევანდელი პრემიერის განცხადება საკმარისია, თუმცა გავრცობა მარტივად შეიძლება) კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმ რისკებს, რის წინაშეც არის ჩვენი ქვეყანა და იმ მოქმედებების აუცილებლობას, რამაც არ უნდა მისცეს ამ ჯგუფს წაგვართვას ის, რასაც ვფიქრობ ვიმსახურებთ წლების მანძილზე“, – წერს თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში.