თენგიზ ფხალაძე - მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოყალიბდეს, არის უკრაინულ პოლიტიკაში, თუ არის ქართულ პოლიტიკაში

თენგიზ ფხალაძე - მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩამოყალიბდეს, არის უკრაინულ პოლიტიკაში, თუ არის ქართულ პოლიტიკაში

access_time2021-03-05 12:10:00

მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. პირველ რიგში, თვითონ ის უნდა ჩამოყალიბდეს, არის უკრაინულ პოლიტიკაში, თუ არის ქართულ პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე გააკეთოს განცხადებები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რითაც შეაფასა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის დანიშვნის წინააღმდეგია.


თენგიზ ფხალაძის თქმით, არასწორია უცხო ქვეყნის მოქლაქის ჩარევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში.


„ზოგადად, მე მგონია, რომ იმ ადამიანის ჩარევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არის სხვა ქვეყნის თანამდებობის პირი და მითუმეტეს, აქ პარტიის თავმჯდომარე არ არის, ამ ტიპის ჩარევა არასწორია. აქ, პოლიტიკური პარტიების, თუნდაც ოპოზიციურ სპექტრის, რაღაც თემებზე გარკვეული კონსენსუსი არსებობს და ის კონსენსუსი, რომელიც მათ შორის იქნა მიღწეული, არის მათი მოლაპარაკების საგანი. აქ ჩარევა და მითუმეტეს გარედან ჩარევა, აბსოლუტურად არასწორია. მე ზოგადად მგონია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე არ უნდა ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. პირველ რიგში, თვითონ ის უნდა ჩამოყალიბდეს, არის უკრაინულ პოლიტიკაში, თუ არის ქართულ პოლიტიკაში და აქედან გამომდინარე გააკეთოს განცხადებები. არ შეიძლება იყო უკრაინის პოლიტიკაშიც და იყო საქართველოს პოლიტიკაშიც, ასე არ ხდება და ასე არ შეიძლება“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.


ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს“.



მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.



IPN.GE








ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up