თენგიზ ფხალაძე - გუშინ კიდევ ერთხელ ჩავაგდეთ სახელმწიფოებრიობის ტესტი - ეს არის სირცხვილი!

თენგიზ ფხალაძე - გუშინ კიდევ ერთხელ ჩავაგდეთ სახელმწიფოებრიობის ტესტი - ეს არის სირცხვილი!

access_time2021-03-31 12:40:00

სირცხვილია, როდესაც უცხო ქვეყნის დიპლომატი გვეუბნება, რომ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სამშობლოზე და ჩვენი სამშობლოს ინტერესებზე, ეს არის სირცხვილი! ასე, რომ ეს არის მოცემულობა და ამას ევროპულობასთან და ევროპულ პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რითაც შეაფასა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების მეორე რაუნდი, რომელსაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მედიატორობდა.


თენგიზ ფხალაძის განცხადებით, გუშინ კიდევ ერთხელ ჩავაგდეთ სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდა.


„მე მგონი, ძალიან ნათელი და სრულიად გასაგები შეფასება მისცა თავად დანიელსონმა, რომ ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და თავად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს. მან აღნიშნა, რომ ამისთვის მხარეები მზად არ იყვნენ, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ევროპულ მისწრაფებებზე როდესაც ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია და მაღალ ამბიციებთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც მოდის. აი, ეს იყო ძალიან მძიმე შეფასება, ისევე, როგორც მისი ბოლო ფრაზა, რომ ის ბრიუსელში ჩაიტანს ინფორმაციას, რომ საქართველოში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მას იმედი აქვს, რომ საქართველო სწორედ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით მოახერხებს ამ მძიმე ფურცლის გადაშლას. ანუ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასი არის უმწიფარი და პოლიტიკური ელიტა აბსოლუტურად შორს დგას იმ სტანდარტებიდან, რასაც ჰქვია ევროპული პოლიტიკის სტანდარტები. ეს არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ფხალაძემ.


მისივე თქმით, სამწუხაროდ, ვართ სიტუაციაში,როდესაც თუ არ იმარჯვებს ევროპული გზა, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ იმარჯვებს რუსეთი.



„რაც შეეხება ევროპულ არჩევანს, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული, ეს უნდა დამტკიცდეს საქმით. ევროპულ სახელმწიფოებში ასე არ იქცევიან. სირცხვილია, როდესაც უცხო ქვეყნის დიპლომატი გვეუბნება, რომ უნდა ვიფიქროთ ჩვენს სამშობლოზე და ჩვენი სამშობლოს ინტერესებზე, ეს არის სირცხვილი! ასე, რომ ეს არის მოცემულობა და ამას ევროპულობასთან და ევროპულ პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს. რაც შეეხება თავად მოლაპარაკებებს, მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ჩვენი პარტნიორები ხელს ჩაიქნევენ. არა, ჩვენი პარტნიორები კიდევ შეეცდებიან, რომ ეს სიტუაცია გამოასწორონ, მაგრამ საქართველოს ევროპული სწრაფვა უკვე დაზარალდა, რაც უკვე მოვახერხეთ, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე განვიხილებით სხვა ტიპის სახელმწიფოების რიგში, სადაც პოლიტიკური ელიტა არის უმწიფარი და რომელიც ვერ აცნობიერებს, რა არის ეროვნული ინტერესი და რა არის პარტიის ინტერესი“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მხარეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდენ. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს, თუმცა, პოლიტიკურმა პარტიებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up