თენგიზ ფხალაძე - ბევრჯერ ყოფილა საქართველოს საკითხის განხილვა სენატში, მაგრამ ასეთი რიტორიკა და მძიმე შეფასებები არ მახსოვს

თენგიზ ფხალაძე - ბევრჯერ ყოფილა საქართველოს საკითხის განხილვა სენატში, მაგრამ ასეთი რიტორიკა და მძიმე შეფასებები არ მახსოვს

access_time2021-03-24 12:56:17

ბევრჯერ ყოფილა საქართველოს საკითხის განხილვა სენატში, მაგრამ ასეთი რიტორიკა და მძიმე შეფასებები არ მახსოვს, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ გუშინ საქართველოს საკითხზე სენატში გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოს საკითხზე სენატში ძირითადად ისმოდა ფრაზები, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა უარესდება.


„უმძიმესი შთაბეჭდილება დამრჩა. ბევრჯერ ყოფილა საქართველოს განხილვა სენატში და არაერთხელ ყოფილა აქტუალური თემები, მაგრამ მე არ მახსოვს ასეთი რიტორიკა და მძიმე შეფასებები საქართველოს მიმართ. ეს იყო სახელმწიფოს მიმართ და არა რომელიმე ცალკეული პიროვნების ან პოლიტიკური პარტიის მიმართ. საგანგაშოა, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ შემართებით უნდა ვიყოთ და ვცდილობდეთ, რომ დეოკუპაციაზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოს მხარდაჭერაზე ვლაპარაკობდეთ. ჩვენ გვესმოდა, რომ ქვეყანა უკან მიდის და ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა უარესდება.


კიდევ უფრო მძიმე იყო ის კომენტარები და შეფასებები, რომელიც წამოვიდა ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან. ყველა აზიარებდა და ციტირებდა მხოლოდ და მხოლოდ მისთვის სასურველ ფრაზას. ყველაზე მთავარი შთაბეჭდილება, რაც დამრჩა და ალბათ ეს არის ყველაზე მძიმე, ჯერჯერობით ვერ დავინახე, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი აცნობიერებს იმ საგანგაშო სურათს თუ როგორ ჩანს საქართველო“ , - განაცხადა ფხალაძემ.



მისივე შეფასებით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამაც უნდა იგრძნოს.


„გუშინ მინიშნებაზე შორს წავიდნენ და აბსოლუტურად ღია ტექსით თქვეს მხარეების პასუხიმგებლობა და ზუსტად აღნიშნეს ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ როდესაც ხარ პოლიტიკაში ამოსავალი უნდა იყოს ეროვნული ინტერესები და ყველამ თავისი წილი პასუხიმგებლობა უნდა იკისროს. თუმცა მე ვერ ვნახე შეფასებებში, რომ ეს იქნა აღქმული, მათ შორის, ვერც ხელისუფლებიდან. როდესაც ხელისუფლებაში ხარ და ძალაუფლება გიკავია, შენი პასუხიმგებლობა ყოველთვის მეტია. ოპოზიციის მხრიდან ვხედავდი მხოლოდ იმ შეფასებების ტირაჟირებას, რომელიც მათთვის იყო ხელსაყრელი და ანალოგიურს ვხედავდი ამას ხელისუფლებიდანაც“ , - განაცხადა ფხალაძემ.



IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up