თენგიზ ფხალაძე - აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა, რითაც გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო ხელში

თენგიზ ფხალაძე - აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა, რითაც გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო ხელში

access_time2020-11-10 12:20:18

დღეს აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა, რითაც გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო ხელში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ჯიპა-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.

როგორც ფხალაძე აღნიშნავს, ყარაბაღის კონფლიქტი ამით არ დამთავრებულა. ამასთან, საქართველოსთვის არსებული სიტუაცია დამაფიქრებელი უნდა იყოს.

„ახალი სურათი მივიღეთ რეგიონში გუშინდელის მერე. რუსეთმა მშვენივრად მოირგო სამშვიდობოს მანტია. რეალურად მოხდა ის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დაბრუნდნენ აზერბაიჯანში. ჰეიდარ ალიევის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას გაბალაში სამხედრო სადგურის დახურვის შესახებ და მას შემდეგ რუსეთის სამხედრო ობიექტები აზერბაიჯანში აღარ არსებობდნენ. დღეს მათ მიიღეს ის სტატუსი, რაც მათ საშუალებას აძლევს შევიდნენ აზერბაიჯანში. გუშინ, შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე საათში სამშვიდოების ტერიტორიაზე შევლა ნიშნავს იმას, რომ ამისთვის რუსეთი დიდი ხანია ემზადებოდა. თავისთავად ცხადია, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო, მიიღო ის, რაც მას სჭირდებოდა. კერძოდ, ის, რომ აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლება ვალშია რუსეთთან. მეორე მხრივ, მან დაანახა სომხეთს, რომ მცდელობები, გამოსულიყო რუსეთის გავლენის სფეროდან, ფაშინიანს არ გამოუვიდა.

აზერბაიჯანმა კი დაიბრუნა რამდენიმე რეგიონი, რაც ალიევისთვის დიდი პლუსია. საუბარია იმაზე, რომ კიდევ მეტს დაიბრუნებს, რადგან შეთანხმებაში გაწერილია დეკემბრისთვის რა უნდა გადაეცეს აზერბაიჯანს.

დღევანდელ დღეს აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი სარგებელი მიიღო რუსეთმა. ამასთან, ყარაბაღის კონფლიქტი ამით არ დამთავრებულა. სამწუხარო რეალობა ეს არის. დღეს გაცილებით მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჩაიგდო რუსეთმა ხელში. როცა ადგილზე მისი სამხედრო კონტინგენტია წარმოდგენილი, მას ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა პროვოკაცია გაათამაშოს. ამის გათამაშება რომ შეუძლია, ნანახი გვაქვს ცხინვალშიც, აფხაზეთსიც და ყარაბაღშიც, მაგრამ აქამდე ყარაბაღში რუსეთი არ იდგა. ეს პროვოკაციები შეუძლია გაათამაშოს როგორც რომელიმე ერთი ქვეყნის, ასევე ორი ქვეყნის წინააღმდეგ.

ვსაუბრობთ ყარაბაღზე და გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ამ შეთანხმების, ეს გახლავთ ის ვიწრო დერეფანი, რომელმაც აზერბაიჯანი თავის მოწყვეტილ ნაწილთან, ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს. ამ დერეფანს ასევე გააკონტროლებენ რუსები, ოღონდ არა შეიარაღებული ძალები, არამედ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ნაწილები, ესეც მნიშვნელოვანია ამ საერთო კონტექსტში. ამასთან, ის, რომ გუშინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, არ ნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება უზადოდ შესრულდება“, - განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება სომხეთს, როგორც ფხალაძე ვარაუდობს, სომხეთში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა გუნდი, რომელიც უფრო მეტად იქნება მორჩილი და შემსრულებელი იმ ნების და ბრძანებების, რომელიც კრემლიდან წამოვა.


„ფაშინიანი უკვე დაისაჯა იმ განცხადებებისთვის, რომელიც მან თავის დროზე გააკეთა და შემდგომშიც სერიოზული შეცდომები დაუშვა, როდესაც რუსეთის და რადიკალების ვითომდა გულისმოგება სცადა, როდესაც გააკეთა განცხადებები, რომ ყარაბაღი სომხეთია. მისმა დაშვებულმა შეცდომებმა მიიყვანა ვითარება შეიარაღებული კონფლიქტის განახლებამდე. ფაშინიანის პოლიტიკური კარიერა ნამდვილად დამთავრებულია, შემიძლია ეს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო. ვინ აიღებს სომხეთში პასუხისმგებლობას, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ის ხელისუფლება, რომელიც დამყოლი და რუსეთის მითითებების შემსრულებელი იქნება“, - განაცხადა ფხალაძემ.

რაც შეეხება რეგიონში არსებული სიტუაციის გავლენას საქართველოზე, როგორც ფხლაძე ამბობს ყარაბაღის კონფლიქტი ჩვენთვის ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს.

„ჩვენთვის ძალიან დამაფიქრებელია რუსეთის პოზიციების გაძლიერება რეგიონში და კიდევ ერთხელ ნიშანი იმისა, რომ მეტრი ძალისხმევა უნდა გვქონდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში, მეტი ძალისხმევა საერთაშორისო დაცვის გარანტიების მოსაპოვებლად და მეტი ძალისხმევა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისათვის. ამ სიტუაციაში საქართველოს დაცულობის, უსაფრთხოების გარანტია არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა დასავლეთთან, წარმატებული ნაბიჯები ნატო-სკენ, რომელიც უნდა მოხდეს. დღეს არ არსებობს არანაირი საერთაშორისო ხელშეკრულება, საერთაშორისო გარანტიები, რომელიც გვიცავს. მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამებზე და მეტი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-ს სხვა წევრ სახელმწიფოებთან. ეს არის ერთადერთი გარანტია, რამაც შეიძლება საქართველოს მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანოს. საქართველოს სტრატეგია - ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიხედოს, უნდა გაძლიერდეს ტაქტიკური ნაბიჯები და გახდეს უფრო ინტენსიური, უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური. გავითვალისწინოთ ის, რომ რუსეთი ძლიერდება რეგიონში და ჩვენ უფრო სწრაფები, მოქნილები უნდა ვიყოთ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია, ამისთვის კი აქ არსებული სიტუაცია სწორად უნდა ავხსნათ და დავანახოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. რუსეთმა შეარჩია ფანტასტიური დრო, როდესაც ყარაბაღისთვის არავის ეცალა, როდესაც ამერიკაში არჩევნებია, როცა გერმანია ემზადება არჩევნებისთვის, როცა მსოფლიოს ყურადღება პანდემიაზეა გადატანილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დიპლომატიის აქტიურობა, რომ მაქსიმალურად აქტიურად ვიყოთ წარმოჩენილი მსოფლიოს და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში“, - განაცხადა ფხალაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეთანხმებას ხელი გუშინ მოეწერა. 9-პუნქტიანი შეთანხმება დღედან ცეცხლის შეწყვეტას, აზერბაიჯანისთვის კონკრეტული ტერიტორიების გადაცემასა და ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდოების განთავსებას ითვალისწინებს.


IPN.GE 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up