თენგიზ ფხალაძე აშშ-ირანის მოვლენების გავლენაზე: საქართველო ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ყურადღებით უნდა იყოს

თენგიზ ფხალაძე აშშ-ირანის მოვლენების გავლენაზე: საქართველო ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით ყურადღებით უნდა იყოს

access_time2020-01-05 20:00:17

„ამ ეტაპზე გამოვრიცხავ ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს აშშ-სა და ირანს შორის, თუმცა საქართველო ყურადღებით უნდა იყოს ტერორისტული აქტების მიმართ, რომლებიც, შესაძლოა, განხორციელდეს ამერიკელების მიმართ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ერთ-ერთ ასეთ ადგილად კი, შესაძლოა, საქართველოც იყოს მიჩნეული“,

 - უთხრა რადიო თავსიუფლებას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა თენგიზ ფხალაძემ.

თენგიზ

თენგიზ ფხალაძე

მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ არის საჭირო დღეს საქართველოს მხრიდან ანტიტერორისტული ღონისძიებების გაძლიერება.

ექსპერტი საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს მიუხედავად თავისივე ვარაუდისა, რომ დღეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელი არ არის.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ქმედებით მკაფიოდ დაადასტურა ის, რომ ამერიკა ყოველთვის გასცემს პასუხს თავდასხმას, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება ამერიკელებზე განხორციელდეს და დაუსჯელს არავის დატოვებს:


„ეს ნათლად იყო გაცხადებული პენტაგონის განცხადებაში“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას:

„ცხადია, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას შოკი მოჰყვა ირანში, სადაც სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. არც ირანის ხელისუფლების მწვავე განცხადებებია გასაკვირი, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა ველდოოთ არა ფართომასშტაბიან კონფლიქტს, რომლისთვისაც დღეს ირანის ხელისუფლება მზად არ არის, არამედ საპასუხო წერტილოვან ქმედებებს. ჩემი შეფასებით, არც ამერიკა ისწრაფვის დღე კონფლიქტისკენ - ის მაქსიმალურად ცდილობს იმ კერების შემცირებას, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან ჩართულები. ამიტომ მე არც ჰუმანიტარული კატასტროფას და ლტოლვილების ნაკადებს არ ველი“.

თენგიზ ფხალაძე გამორიცხავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ან ერთი ან მეორე ქვეყნის სასარგებლოდ არჩევნის გაკეთება მოუწიოს და საომარ ქ,ედებებში ჩაერთოს, მაგრამ ეს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა მოდუნდეს. პირიქით, მისი შეფასებით, საქართველომ ახლა ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მიადევნოს ყურადღება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ერთი მხრივ, მეზობელ ირანში და მეორე მხრივ, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები.

აშშ-სა და ირანს შორის ბოლო დღეებში ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც 31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ საელჩოს შენობების კომპლექსი და მის ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ. მას შემდეგ, რაც მოიერიშეები უშიშროების ძალებმა მოიგერიეს, ისინი საელჩოს შენობასთან დაბანაკდნენ. ოთხშაბათს დილას კვლავ ეცადნენ საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრას, მაგრამ ამჯერად აშშ-ის სამხედროებმა შეაჩერეს ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.

შეკრებილები აკრიტიკებენ აშშ-ის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს შიიტური მოძრაობა „ჰიზბოლას“ ბაზების წინააღმდეგ, რასაც 25 ადამიანი ემსხვერპლა.

3 იანვარს კი, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ყუდსის ძალების“ ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს იყო ამერიკული სამხედრო ოპერაცია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა. სოლეიმანი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ირანის სამხედრო სტრუქტურებში.

სარაკეტო თავდასხმისას სოლეიმანთან ერთად მოკლულია აბუ მაჰდი ალ მუჰანდისი, შეიარაღებული დაჯგუფება სახალხო მობილიზაციის ძალების მეთაურის მოადგილე.

 

რადიო „თავისუფლება“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up