თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტში, ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება ეტაპობრივად, უწყვეტად მოხდება და წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტში, ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება ეტაპობრივად, უწყვეტად მოხდება და წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა

access_time2021-03-05 21:49:43

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტში ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება ეტაპობრივად, უწყვეტად მოხდება და წლის ბოლომდე საქართველოში 3.5 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა.



როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინების სხვა დოზების მისაღებად, საქართველოს მთავრობა მუშაობას აგრძელებს როგორც „კოვაქს“ პლატფორმასთან, ასევე მწარმოებელ ქვეყნებთან, მათ შორის ინდოეთთან.



„ინტენსიურად წავიდა მოლაპარაკებები როგორც „კოვაქს“ პლატფორმასთან, ისე მწარმოებელ ქვეყნებთან და დღეისთვის ასეთი სიტუაციაა, რომ სავარაუდოდ, პირველი პარტია, 40 ათასი დოზის ოდენობის „ასტრაზენეკა“, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში, მესამე კვირაში შემოვა, ეს გადაწყვეტილია და წინ არაფერი უდგას. ამის პარალელურად, ბევრი კარგი ხელშეკრულება ან ხელმოწერილია, ან ახლა კეთდება. ეს არის „კოვაქს“ პლატფორმიდან „ფაიზერის“ შემოტანა. ასევე, ჩვენი მთავრობა მოლაპარაკებას აწარმოებს ინდოეთში, რომ ასევე „ასტრაზენეკა“ იქნას შემოტანილი, თუ არ ვცდები 150 ათასი დოზა. რაც ყველაზე კარგია, მართალია ვაქცინამ 2-3 კვირით დაიგვიანა, მაგრამ ისეთი გარანტირებული მექანიზმებია აწყობილი, რომ პირველი დოზის შემოტანის შემდეგ უწყვეტად შემოვიდეს შემდეგი დოზები, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, მაგრამ სხვადასხვა მწარმოებლიდან წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზის შემოტანა იგეგმება, მათ შორის „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ გარდა, ხელშეკრულება გაფორმდა „ნოვაქსთან“, რომელიც ახლა შემოდის ბაზარზე. დაახლოებით მილიონ დოზაზეა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული. ასე რომ, გარანტიას ვერავინ ვერავის მისცემს, თუმცა ჩემი აზრით, მარტის მესამე კვირიდან რომ დაიწყება შემოტანა, შემოტანა მოხდება უწყვეტად, შეფერხებების გარეშე. წლის ბოლომდე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გეგმა, რომ მოსახლეობის 60% უნდა ყოფილიყო აცრილი, ანუ 1 მლნ 600-700 ათასი მოქალაქე, ეს გეგმა იქნება შესრულებული“,- განაცხადა ცერცვაძემ.




IPN.GE









LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up