თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან

access_time2021-04-29 16:10:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან. ამასთან, თუ ბრუნვაში წავა „სინოფარმი“, ამით აცრის შესაძლებლობა ყველა ასაკის ადამიანს ექნება.


„ლაპარაკი იყო ვაქცინაზე, ხომ არ დავწიოთ ასაკი 55 წლის ქვემოთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ასაკი დარჩეს იგივე, იმიტომ, რომ ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები ასე იქცევიან. მათ ჩაატარეს დიდი კვლევები და ჩათვალეს, რომ ეს ასეა საჭირო, რადგან ის მინიმალური თრომბოზიც კი, რომელიც არის, სწორედ 55 წლის ქვემოთ არსებობს. მართალია, ეს არის ერთეული შემთხვევები, მიზერი იმასთან შედარებით, რა თრომბოზებიც კოვიდის დროს ვითარდება. ასე რომ „ასტრაზენეკას“ დროს შენარჩუნებული იქნება ასაკი 55 წელი და ზევით. სამაგიეროდ, თუ უკვე დაიწყო რეგისტრაცია და თუ აღდგომის შემდეგ 4 მაისს, ბრუნვაში უკვე წავა „სინოფარმი“, რომლის განხილვაც ჯანმო-ში დღეს არის და დიდი მოლოდინია, რომ ის ავტორიზაციას მიიღებს, „სინოფარმზე“ გახსნილი იქნება ყველა ზღუდე. ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება, რომ აიცრას“, - აცხადებს ცერცვაძე.


მისივე განმარტებით, ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, რომ უკვე ხელმოწერილია კონტრაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მესამე კვარტალში ალბათ, მიიღებს ერთ მილიონ დოზა „ფაიზერს“ და ერთ მილიონ დოზა „ნოვოვაქსს“.



„ნოვოვაქსი“ ჩემი, როგორც ერთი ექიმის თვალსაზრისით, იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა მსოფლიოში, ოღონდ ახლა არ დაიწყოთ დაცდა „ნოვოვაქსისთვის“ იმიტომ, რომ ის იქნება ივლის-აგვისტოში და ივლის-აგვისტომდე ჩვენ ვერ მოვითმენთ, ივლის-აგვისტომდე ჩვენ უნდა გადავტეხოთ წელში ეპიდემია და რადგან ჩვენ მთელი მოსახლეობა უნდა ავცრათ წლის ბოლომდე, „ნოვოვაქსიც“ მოგვისწრებს. მეტსაც გეტყვით, ზოგიერთს, ვინც „ასტრაზენეკათია“ აცრილი, 6 თვე გავა და ხელმეორედ მოუწევს აცრა. „ნოვოვაქსი“ ეს არის სუფთა, გასუფთავებული ცილები, რომელიც პრაქტიკულად თავისუფალია ყველანაირი გვერდითი მოვლენებისგან. ის არის გრიპის ვაქცინის ანალოგი და გრიპის ვაქცინა არანაირ გვერდით მოვლენებს არასდროს იძლევა“, - განაცხადა ცერცვაძემ.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up