თენგიზ ცერცვაძე - ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა, დარწმუნდნენ, რომ „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“ არ ჯობს, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს

თენგიზ ცერცვაძე - ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა, დარწმუნდნენ, რომ „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“ არ ჯობს, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს

access_time2021-04-07 17:20:00

ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა, დარწმუნდნენ, რომ „ფაიზერი“ „ასტრაზენეკას“ არ ჯობს, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს, ბოლო კვლევით, ის 100%-იან დაცვას იძლევა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.


როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპზე, მოსახლეობის აქტივობა ვაქცინაციის პროცესში მაღალი არ არის, თუმცა, არსებული სიტუაცია ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.


„ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ჩავარდნა - პირდაპირ ასე ვთქვათ, ვაქცინაციის თვალსაზრისით. პირველ ათ დღეში, სულ 1 000 კაცი აიცრა, რაც არაფერია, ჩვენ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა გვაქვს სამიზნედ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს დასახული იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აიცრება მოზრდილი მოსახლეობის 1%, ეს არის 28 000. რატომღაც, ყველას გვაქვს ასეთი რწმენა, 1%-იან ზღვარს თუ გადავლახავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ სკეპტიციზმი დაძლია და დაიძრა მასობრივი ვაქცინაცია. თუ 1%-ს გადავაცილეთ, მერე წავალთ ძალიან ჩქარა, გუშინდელი ზუსტი მონაცემები არ მაქვს, სადღაც, 13 000 ადამიანია აცრილი, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო პირველი 10 დღე, მაგრამ ასევე ბევრად ჩამორჩება იმ ტემპს, რომელიც გვჭირდება, რომ წლის ბოლოს 60%-მდე გავიდეთ. ამიტომ, ოპტიმიზმი სწორი სიტყვა არ იქნება, ჯერ ისევ გულისდაწყვეტა, ჯერ ისევ იმედგაცრუებაა, რომ ხალხი არ აქტიურობს, მაგრამ გამოჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“, - აცხადებს ცერცვაძე.


მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების სტატისტიკის ზრდას პროპაგანდამაც შეუწყო ხელი.



„ჯერჯერობით გვაქვს „ფაიზერი“, ჯავშნები მგონი დამთავრდა, მაგრამ რაღაც რაოდენობა მგონი არის, „ასტრაზენეკა“ საკმარისზე მეტია. მინდა პოზიტივად აღვნიშნო, რომ თანდათან მცირდება ის კაპრიზი, ჭირვეული ბავშვის მოთხოვნა, რომ „ფაიზერი“ უნდოდათ. დარწმუნდა ხალხი, რომ „ფაიზერი“ არ ჯობს „ასტრაზენეკას“, პირიქით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ უპირატესობაც კი აქვს, რადგან ბოლო კვლევით, 100%-იან დაცვას იძლევა „ასტრაზენეკა“ ხანდაზმულებში მძიმე და სასიკვდილო ფორმებისგან, მაშინ, როცა „ფაიზერმა“ მხოლოდ 94% უჩვენა. მოკლედ, ხალხი „ასტრაზენეკასკენ“ შემობრუნდა. ამას ხელი შეუწყო ჩვენმა პროპაგანდამ, ქალბატონი სალომეს და მინისტრის, ეკა ტიკარაძის აცრამ და იგივე იმან, რომ ბოლო ორ კვრაში, 12 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი აიცრა „ასტრაზენეკათი“, - განაცხადა ცერცვაძემ.



IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up