თენგიზ ცერცვაძე - შესაძლებლობა გვქონდა, იანვარში დაგვეწყო ჩინური ვაქცინის გამოყენება, თუმცა ანგაჟირებული ტელევიზიების, ექსპერტების და ექიმების ნაწილის არასწორმა პოზიციამ გამოიწვია, რომ პროცესი შეფერხდა

თენგიზ ცერცვაძე - შესაძლებლობა გვქონდა, იანვარში დაგვეწყო ჩინური ვაქცინის გამოყენება, თუმცა ანგაჟირებული ტელევიზიების, ექსპერტების და ექიმების ნაწილის არასწორმა პოზიციამ გამოიწვია, რომ პროცესი შეფერხდა

access_time2021-05-11 09:00:00

პაციენტების ნაკადების მართვა ხდება ეფექტიანად, არანაირი შეფერხება და დაბრკოლება ჯერ არ ყოფილა მათ ჰოსპიტალიზაციაში, მდგომარეობა სერიოზულია, თუ არ იქნა საკმაოდ ქმედითი ზომები გატარებული, შეიძლება შემთხვევების მატება კიდევ უფრო გაიზარდოს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.


ცერცვაძე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.


„ახლა ძალიან სერიოზული მდგომარეობაა. მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში არის სერიოზული მესამე ტალღა, რომელსაც საქართველოც ვერ ასცდა. საქართველომ უფრო დიდხანს შეინარჩუნა სტაბილური მდგომარეობა, თუმცა ბოლო თვის მანძილზე შეინიშნება შემთხვევათა საგრძნობლად მატება, გარდაცვალების შემთხვევების მატებაც. ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი არ არის კატასტროფული და ქვეყანა ახერხებს შეინარჩუნოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 500 ინფიცირებულის დონეზე. კლინიკური სექტორი კარგად მომზადებული შეხვდა მესამე ტალღას. პაციენტების ნაკადების მართვა ხდება ეფექტიანად. მიუხედავად პაციენტების დიდი რაოდენობისა, დღეს მაგალითად 16 ათასზე მეტი აქტიური პაციენტია. ამის მიუხედავად, არანაირი შეფერხება და დაბრკოლება ჯერ არ ყოფილა მათ ჰოსპიტალიზაციაში, ან ონლაინ კლინიკების მომსახურებაში, ან სასწრაფო დახმარების სისტემაში. მდგომარეობა სერიოზულია, თუ არ იქნა საკმაოდ ქმედითი ზომები გატარებული, შეიძლება შემთხვევების მატება კიდევ უფრო გაიზარდოს და პროცესები გახდეს უმართავი, ისე როგორც ეს მოხდა ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.



ამასთან, ცერცვაძის თქმით, ამ დრომდე ქვეყანაში დაბალი იყო ვაქცინაციის მაჩვენებელი, ახლა კი ყოველდღიურად იზრდება მსურველთა რიცხვი, თუმცა ესეც ცოტაა.


„იმისთვის, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, საჭიროა, გაორმაგდეს ყოველდღიურად ვაქცინირებულთა რიცხვი. საზოგადოება შემობრუნდა ვაქცინაციისკენ და ყოველდღიურად ემატება ვაქცინაციის ბრიგადები და კაბინეტები. ქვეყანამ გააკეთა ყველაფერი, რომ პროცესი იყოს წარმატებული. ვაქცინების სრულიად საკმარისი რაოდენობაა შემოტანილი. ჩვენ გვქონდა „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“, რომელიც დიდი წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში შეიცვალა პოზიცია ამ ჩინური ვაქცინის მიმართ. საქართველოს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა ჯერ კიდევ იანვარში დაგვეწყო ვაქცინაცია სწორედ ამ ჩინური ვაქცინით, მაშინ სხვა ვაქცინების შემოტანა ვერ ხერხდებოდა, თუმცა ანგაჟირებული ტელევიზიების, ექსპერტების და ნაწილი ექიმების მიერ დაკავებულმა არასწორმა პოზიციამ გამოიწვია ის, რომ ამ მცდელობას დაწყებულიყო ვაქცინაციის პროცესი სერიოზული პროტესტი მოჰყვა, რის გამოც ვაქვინაციის პროცესი შეფერხდა და დაიწყო მარტში. ჩვენ რომ ეს დაგვეწყო იანვარ-თებერვალში, ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა. მესამე ტალღის აღმავალი ფაზა კი არ გვექნებოდა, არამედ პირიქით, უკვე გვექნებოდა მისი დაღმავალი ფაზა და ბევრად ნაკლები იქნებოდა შემთხვევების რაოდენობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up