თენგიზ ცერცვაძე - შემიძლია, მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილოს შეზღუდვების მოხსნა, მაგრამ ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება, უკონტროლო გავრცელება დაიწყოს

თენგიზ ცერცვაძე - შემიძლია, მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილოს შეზღუდვების მოხსნა, მაგრამ ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება, უკონტროლო გავრცელება დაიწყოს

access_time2021-01-28 00:30:00

შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები, სადაც შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია.

“მე ერთი მხრივ ადამიანურად გულწრფელად თანავუგრძნობ ველა იმას, ვისი საქმიანობაც შეიზღუდა ამ ნაწილობრივი “ლოქდაუნის და გაფართოებული წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში და ადამიანურად მე მათ მხარს ვუჭერ, მაგრამ როგორც ექიმი, მე ვარ მომხრე ეტაპობრივი მოხსნის, რომ ყოველ მოცემულ მომენტში მოიხსნას ის შეზღუდვა, რომელიც იმ კონკრეტულ პირობებში არ გამოიწვევს შემთხვევების რისკის რიცხვის ზრდას, ეს აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავიმეორებთ იმ შეცდომას, რომელიც დავუშვით ზაფხულში. შედეგად მივიღეთ ძალიან სწრაფი უკონტროლო ზრდა, რამაც თავის მხრივ ბუმერანგივით დაგვარტყა უკან და გამოიწვია ხელმეორე იძულებითი შეზღუდვები. ახლა იცით ჭკვიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ხოლო სულელები სხვის შეცდომებზე - ჩვენ ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, როდესაც გადაჭარბებული ოპტიმიზმით, დაუფიქრებლად გავხსენით ყველაფერი. მე როგორც სპეციალისტი ვემხრობი ეტაპობრივად გახსნას. ეს მესმის, რომ ცუდია ბიზნესის ცალკეული სფეროებისთვის, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებისთვის, მაგრამ უკეთეს გამოსავალს მე ვერ ვხედავ. ერთადერთი შემიძლია მივცე რეკომენდაცია მთავრობას, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ და ამის კომპენსაცია მოვახდინოთ იმით, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ პირობა, რომ შეასრულებენ ყველანაირ იმ დარჩენილ რეგულაციებს, ლაპარაკია - პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება და ამაზე გამკაცრდეს კონტროლი. დღეს საუკეთესო გამოსავალი, როდესაც მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა და მეორე მხრივ უკვე გვაქვს სერიოზული მონაპოვარი, სტაბილურია ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია, აი როგორმე მივაღწიოთ იმასაც, რომ მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ და ეს მდგომარეობაც შევინარჩუნოთ ამისთვის საჭიროა კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის შეზღუდვის ზომები და შეირჩეს ის სფეროები სადაც მოხსნა შესაძლებელია”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up