თენგიზ ცერცვაძე - შეიძლება, სხვაგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჩაკეტილა, მაგრამ გაცილებით უარესი შეზღუდვებია

თენგიზ ცერცვაძე - შეიძლება, სხვაგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჩაკეტილა, მაგრამ გაცილებით უარესი შეზღუდვებია

access_time2021-01-27 10:20:00

რა ქნას საქართველომ, შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანამ გაცილებით სუსტი ჯანდაცვით, ვიდრე აქვს სხვა, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს? ამის მიუხედავად, ის ახერხებს უკეთესი შედეგების დადებას, ნაკლები დანაკარგებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანას მინიმალური დანაკარგი ჰქონოდა.

„თქვენ ითხოვთ, რომ საერთოდ არ იყოს დისკომფორტი, არ იყოს ეკონომიკური რეცესია, არ იყოს სიტუაციის გაუარესება და არ იყოს სიკვდილიანობა. მთელ მსოფლიოს ეს უნდა. ამიტომ არის მატერიალური და ინტელექტუალური რესურსები მობილიზებული, ამიტომ შეიქმნა უმოკლეს დროში ვაქცინა, ამიტომ იქმნება მედიკამენტები, მაგრამ ობიექტური რეალობა ესაა და რა ვქნათ?“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, სხვა ქვეყნებში შეზღუდვები არათუ მცირდება, პირიქით, მკაცრდება.

„ერთი მხრივ, სავსებით გასაგებია ადამიანების წუხილი, მოიხსნას ყველა შეზღუდვა იმიტომ, რომ ისინი დაიღალნენ, ეკონომიკა ჩაკეტილია, ეს აისახა თითოეული ადამიანის ყოფით პირობებზე, შეუმცირდათ შემოსავალი და მათი შინაგანი პროტესტი ადამიანურად გასაგებია, მაგრამ არის მეორე, ობიექტური რეალობა. ეს ხომ არ არის ვინმეს ბრალი? ყველაზე ნაკლებად ეს არის მთავრობის „კაპრიზი“. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პანდემიას საქართველო, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდეს. ტყუილად გგონიათ თქვენ, რომ სადმე, რომელიმე ქვეყანაში ან ქალაქში, უფრო ნაკლები შეზღუდვებია, ვიდრე საქართველოში. გაცილებით მეტი შეზღუდვებია და იქ შეზღუდვები არათუ იხსნება, მკაცრდება თანდათან. მთლიანად ჩაიკეტა ისრაელი, ინგლისში საბუთის გარეშე უფლება არ აქვთ სახლიდან გამოვიდნენ და შეუძლიათ წავიდნენ მხოლოდ სამსახურში, აფთიაქში ან მარკეტში. იგივე მდგომარეობაა ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში. ეს ობიექტური რეალობაა. შეიძლება სხვაგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჩაკეტილა, მაგრამ გაცილებით უარესი შეზღუდვებია. მე მესმის, საქართველოს მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს, რა ხდება სხვა ქვეყნებში. ჩვენთან ადამიანები შეწუხდნენ. კი ბატონო, მობეზრდა ხალხს შედარება, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ექიმებმა? მათ შედარება მობეზრდათ, მაგრამ ჩვენ ეს შედარება იმიტომ მოგვყავს, რომ ადამიანებმა გაგვიგონ, რომ ეს რაც ქვეყანაში ხდება, არ არის ვინმეს მიზეზით. ეს მთელ მსოფლიოში ასეა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? , - განაცხადა ცერცვაძემ.



IPN.GE






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა
access_time2021-03-02 20:00:43
ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია. ბრაზილია ეს არის ლათინური...

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს

Foreign policy: უკრაინა რეფორმებზე უარს ამბობს
access_time2021-03-02 19:00:23
უკრაინაში საგარეო ვალი მუდმივად იზრდება, მაგრამ მთავრობა პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით ამ პრობლემას მხოლოდ აღრმავებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლებისგან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ რეფორმების ჩატარებას მოითხოვს, თუმცა, კიევი ამ მოთხოვნის იგნორირებას ახდენს და ამავე დროს ვალებს სულ უფრო აგროვებს. ეს საშიში სტრატეგიაა ქვეყნისთვის, რომელსაც ჰაერივით სჭირდება კარგი ურთიერთობები დასავლეთთან და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. თანაც იმ დროს, როდესაც...

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...


მსგავსი სიახლეები

up