თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, საათივით გამართულად მუშაობდა

თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, საათივით გამართულად მუშაობდა

access_time2020-06-17 22:30:38

„პიროვნებების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ზოგიერთი უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმი, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ და იწუნებენ  ქვეყნის საპასუხო ღონისძიებებს COVID-19-ის საწინააღმდეგოდ.რამდენადაც მე მკურნალი ექიმი გახლავართ, ჩემს პოსტში შევეხები მხოლოდ ამ პოლემიკის კლინიკურ ასპექტებს.

 

ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის კლინიკური სექტორი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა?! COVID-19-ის ეპიდემიასდა კიდევ უფრო მოუმზადებელი შეხვდება ამ ეპიდემიის მეორე ტალღას. რომ ქვეყანას არ ჰქონდა მოქმედების გეგმა ეპიდემიის სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, არ გაკეთებულა ქვეყანაში არსებული სამედიცინო რესურსების (საწოლები, მათ შორის რეანიმაციული საწოლები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, ოჯახის ექიმები და სხვ.) შეფასება და ანალიზი, არ მომხდარა სამედიცინო პერსონალის მომზადება/ტრენინგები და ა.შ. მოკლედ, არაფერი არ გაკეთებულა.

 

მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთ განცხადებებს არაფერი აქვთ საერთო სიმართლესთან. ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი მზად იყო ეპიდემიის ნებისმიერი სცენარით განვითარებისათვის, და ბუნებრივია, ჰქონდა მრავალ საფეხურიანი გეგმაც და საჭიროების (ეპიდემიის სხვა სცენარით განვითარების) შემთხვევაში გათვალისწინებული იყო გაცილებით უფრო სერიოზული კლინიკური რესურსის მობილიზება. მაგრამ გასული სამი თვის მანძილზე ეპიდემიის განვითარების რეალური სცენარის პირობებში, გამოიყენა მხოლოდ ის რესურსი და განახორციელა ის ღონისძიებები, რაც სავსებით საკმარისი იყო დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, არც მეტი, არც ნაკლები. ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რომელიც საქართველომ დადო, მათ შორის კლინიკურ სექტორში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

აქვე ნათქვამია, რომ მოსახლეობის ერთ მილიონზე გადაანგარიშებით საქართველოს სადღეისოდ ევროპის 49 ქვეყნიდან აქვს COVID-19-ით გარდაცვლილების ყველაზე დაბალი რიცხვი.

 

„მოსახლეობის ერთ მილიონზე გადაანგარიშებით საქართველოს სადღეისოდ ევროპის 49 ქვეყნიდან აქვს COVID-19-ით გარდაცვლილების ყველაზე დაბალი რიცხვი – 3,5, რაც 100-ჯერ, 200-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია ევროპის წამყვან ქვეყნებთან შედარებით. ან კიდევ საქართველოში სულ გარდაცვლილია 14 ავადმყოფი, რაც შეადგენს დადასტურებული შემთხვევების (888) 1,57%-ს, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე უეკთესი მაჩვენებელია ევროპაში. ასე მაგალითად, ევროპაში სამაგალითოდ მიჩნეულ გერმანიაში ეს მაჩვენებელი შეადგენს 4,73%-ს, აშშ-ში – 5,45%, ინგლისში – 14,08%-ს, საფრანგეთში – 18,73%-ს და ა.შ. ეს არ არის არც პროპაგანდა და არც ცარიელი სიტყვები.

 

ნებისმიერ მსურველს ადვილად შეუძლია მოიძიოს, რომ ეს ნამდვილად ასეა და რამდენადაც სწორედ ეს არის კლინიკური სექტორის მზაობის მთავარი განმსაზღვრელი (მაჩვენებელი), აქ შეიძლებოდა წერტილი დაგვესვა. საგულისხმოა აგრეთვე, რომ საქართველოში COVID-19-ით 888 ავადმყოფიდან სულ გარდაიცვალა 14 ავადმყოფი (1,57%), მაშინ როცა უცხოეთში მცხოვრები 118 COVID-19-ით ქართველი პაციენტისგან 16 გარდაიცვალა (13,56%) და ეს არა სადღაც აფრიკაში, არამედ საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, აშშ-ში და ა.შ.


 

სკეპტიკოსების საყურადღებოდ გვინდა ვთქვათ, აგრეთვე, შემდეგი:

 

საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის სისტემა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, „საათივით გამართულად“ მუშაობდა და მუშაობს პაციენტების კვლევის და ნაკადების მოძრაობის ალგორითმები და პროტოკოლები იყო ოპტიმალური: სასწრაფო  სამედიცინო დახმარება – სპეციალურად მომზადებული ოჯახის ექიმი  – ე.წ. ცხელების ცენტრი  – COVID ცენტრი. არც ერთი პაციენტი ერთი საათიც კი არ მდგარა რიგში და არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გარეშე. COVID-ის დიაგნოზი ისმებოდა მაქსიმუმ 24 საათში, ხოლო COVID ცენტრებში პაციენტებს მკურნალობენ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს- პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კორტიკოსტეროიდები, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ სხვადასხვა სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა და სხვ“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

მისივე თქმით, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა „კოვიდ-19“-ის პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა გარდაცვლილთა რაოდენობაზე.

 

„გულზე ხელი დაიდეთ და თქვით – რა სიტუაცია იყო და არის ამ თვალსაზრისით ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საქართველოსაზე შეუდარებლად ძლიერია: COVID-19-ით შესაძლო ავადმყოფები ხშირად საერთოდ ვერ აღწევდნენ ექიმებამდე; ტესტი COVID-19-ზე არაიშვიათად მათ საერთოდ არ უტარდებოდათ ან თუ უტარდებოდათ – პასუხს იღებდნენ 1-2 კვირის შემდეგ (თვით პრეზიდენტი ტრამპი ორი დღე ელოდებოდა ტესტის პასუხს); კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე 2-3 კვირიანი რიგები იდგა, საავადმყოფოებში საწოლები არ ყოფნიდათ მძიმე და კრიტიკულად მძიმე ავადმყოფებისთვისაც კი; ვერ აუდიოდნენ დაკრძალვებს და ა.შ.

 

მინდა, მოგმართოთ ერთი ძალიან სერიოზული კითხვით: თქვენ რომ ყოფილიყავით გადაწყვეტილების მიმღები და გაგეკეთებინათ ყველაფერი ის (თუ რეალურად შეძლებდით), რის არგაკეთებასაც ჩვენ გვაყვედრით – რა შედეგს დადებდით COVID-19-ის ეპიდემიის მართვის მხრივ მთლიანობაში და ავადმყოფების კლინიკური მართვის და გადარჩენის მაჩვენებლების მხრივ კონკრეტულად? იქნებოდა ეს შედეგები იმაზე უკეთესი, ვიდრე საქართველოს დღეს აქვს?

 

ნუთუ ვერ ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც უაპელაციოდ იწუნებენ ქვეყნის მიერ COVID-19-ის ეპიდემიის მართვის და მათ შორის ჰოსპიტალური სექტორის საქმიანობას, რომელსაც მთელი დანარჩენი მსოფლიო მაღალ შეფასებას აძლევს, რომ ამით თავისი თავის და თავიანთი ჭეშმარიტი ზრახვების ლუსტრაციას ახდენენ.

 

დასკვნების გაკეთება საზოგადოებას მივანდოთ“, – აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.



1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up