თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა გადაწყვეტილია ყველაზე მაღალ დონეზე

თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა გადაწყვეტილია ყველაზე მაღალ დონეზე

access_time2020-03-15 20:36:43

ოსპიტალური სექტორის მზადყოფნა გადაწყვეტილია ყველაზე მაღალ დონეზე, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ჰოსპიტლები სრულ მზადყოფნაში არიან საჭროების შემთხვევაში.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გასაჯაროვდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ინფიცირებული პაციენტების მისაღებად ჰოსპიტალური სექტორის მზაობის ასამაღლებლად დასახელდა ის ჰოსპიტლები, რომლებიც 100-პროცენტიან მზადყოფნაში უნდა იყვნენ და უკვე არიან ამ პაციენტების მისაღებად. მთლიანად ეს კლინიკები, რომლებიც დასახელდა, დაცლილია უკვე სხვა პაციენტებისაგან. ეს კლინიკებია რესპუბლიკური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ინფექციური, ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 საწოლი, ასევე არის ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური. ამ კლინიკებში სულ 420 ადგილია, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად, თუ ასეთი გაჩნდება. ჯერჯერობით არის მხოლოდ 33 პაციენტი და 420 საწოლი მზადყოფნაში, ეს საკმარისზე მეტია. მაგრამ ეს მაინც პასუხია იმ კითხვებზე, რამდენად მზადყოფნაშია ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი. შემიძლია გითხრათ, რომ ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა გადაწყვეტილია ყველაზე მაღალ დონეზე, ყველაზე უკეთესი ჰოსპიტლები, როგორც ინფრასტრუქტურით, ისე თავისი შტატით, გამოცდილებით, ყველა მათგანი დატრენინგებულიაეკიპირებულია, მედიკამენტებით მომზადებულია და მზად ვართ მთლიანად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შექმნილია კლინიკური მართვის ჯგუფი.

„შექმნილია კლინიკური მართვის ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელობა დამევალა მე და ეს კლინიკური მართვის ჯგუფი უზრუნველყოფს ყველა პაციენტის ერთიანი სისტემით მართვას, ანუ ერთნაირი სქემით ჩაუტარდებათ დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


1tv




ვინ რა კითხა გიორგი გახარიას

ვინ რა კითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას
access_time2020-05-27 15:00:56
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშრიებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: `ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემიოლოგების ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების...

ვაკის საცურაო აუზი 6 ივლისს გაიხსნება

ვაკის საცურაო აუზი  6 ივლისს გაიხსნება
access_time2020-05-27 15:30:39
„ვაკის საცურაო აუზი” და მასში შემავალი სხვა სერვისები  6 ივლისიდან იხსნება“-ამის შესახებ „კომერსანტს“  საცურაო აუზის ადმინისტრაციაში განუხადეს.„მოგეხსენებათ,საერთო მსოფლიო პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. დაწესებულმა შეზღუდვებმა კი ყველა კომპანია თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თუმცა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ბიზნესი ჩვეულ სამუშაო პროცესს უბრუნდება. შეიცვალა,  “ვაკის საცურაო...

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს დღეიდან მთავრობა  იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-27 13:45:31
„მთავრობა დღეიდან და მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველი იმ ადამიანისთვის რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და მისი სახცოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სამშენებლო სექტორზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამშენებლო სექტორს ახალმა კორონავირუსმა მშნივნელოვანი დარტყმა მიაყენა. „სერიოზული ზარალს კიდევ ერთი სექტორი მიიღებს, ეს არის დეველპმენტი და...


მსგავსი სიახლეები

up