თენგიზ ცერცვაძე: რას შეიძლება ველოდოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც ენა უბრუნდებათ თქვან, რომ საქართველოში და შესაძლოა მთელს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პროგრამა „ჩავარდა“ და თან ეს უხაროდეთ?!

თენგიზ ცერცვაძე: რას შეიძლება ველოდოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც ენა უბრუნდებათ თქვან, რომ საქართველოში და შესაძლოა მთელს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პროგრამა „ჩავარდა“ და თან ეს უხაროდეთ?!

access_time2020-01-17 19:11:44

"საქართველო არის პიონერი და უპირობო ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და საქართველოს გამოცდილების გაზიარებას მსოფლიო კონგრესებზე სესიები ეძღვნება. მე სხვებთან ერთად ვიდექი ამ პროგრამის სათავეებთან, ვარ მისი პატრიოტი და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ და მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით გავუწიო ოპონირება ნებისმიერ პირს, ვინც ამას ისურვებს,"- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

 

პროფესორის თქმით, საქართველო არის პიონერი და უპირობო ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ევროპის, ამერიკის და მსოფლიო კონგრესებზე ეძღვნება სპეციალური სესიები.

 


,,პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფი აცხადებს, რომ პროგრამა „ჩავარდა“, „ჩაფლავდა“, „კრახი განიცადა“, „ქვეყანამ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა დაკარგა“ და ა.შ. გარდა იმისა, რომ ეს მთლიანად აცდენილია სინამდვილეს, ძალიან მძიმე სანახავია, თუ როგორი ენთუზიაზმით და კმაყოფილებით კეთდება ეს განცხადებები პრინციპით, რომ მათ „სხვისი აშენებული საქართველო არ უნდათ“. რას შეიძლება ველოდოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც ენა უბრუნდებათ თქვან, რომ საქართველოში და შესაძლოა მთელს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პროგრამა „ჩავარდა“ და თან ეს უხაროდეთ?! ეს ადამიანები მხოლოდ გაკვრით ახსენებენ, რომ კარგია, რომ 60 ათასი პაციენტი C ჰეპატიტისგან განიკურნა, მაგრამ  და შემდეგ იწყება პროგრამის და მისი შემსრულებლების ლანძღვა და დისკრედატაცია. მე სხვებთან ერთად ვიდექი ამ პროგრამის სათავეებთან, ვარ მისი პატრიოტი და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის (ბ-ნი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ბ-ნი სერგო ჩიხლაძე) მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ და მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით გავუწიო ოპონირება ნებისმიერ პირს, ვინც ამას ისურვებს. ამ პოსტში კი მოკლედ მინდა ვუპასუხო ოპონენტების ზოგიერთ ინსინუაციებს. საქართველო არის პიონერი და უპირობო ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში. ეს აღიარებულია ყველა, აბსოლუტურად ყველა საზღვარგარეთული ავტორიტეტული ინსტიტუციის და ექსპერტის მიერ. საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ევროპის, ამერიკის და მსოფლიო კონგრესებზე ეძღვნება სპეციალური სესიები. პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში. საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოდიან მთელი რიგი ქვეყნების დელეგაციები და ა.შ”,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up