თენგიზ ცერცვაძე - პრემიერმა პირდაპირი მართვა აიღო საკუთარ ხელში, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური

თენგიზ ცერცვაძე - პრემიერმა პირდაპირი მართვა აიღო საკუთარ ხელში, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური

access_time2020-03-18 21:00:21

პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა საკუთარ ხელში. მოდი ასე დავარქვათ – პირდაპირი სამთავრობო მმართველობა. მან აიღო პირდაპირი სამთავრობო მმართველობა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. სულ სხვა დონეზე ავიდა საპასუხო ღონისძიებების გატარების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოში პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისა და მედპერსონალთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე ბევრი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა არის საქართველოზე გაცილებით უარეს პირობებში.

„საპასუხო ზომები იყო საკმარისი და ეფექტური, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებდნენ. როგორც კი დაიწყო შემთხვევების მატება ჩვენთან. ბევრი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა არის საქართველოზე გაცილებით უარეს პირობებში. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა თავის ხელში. მოდი ასე დავარქვათ – პირდაპირი სამთავრობო მმართველობა. მან აიღო პირდაპირი სამთავრობო მმართველობა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. სულ სხვა დონეზე ავიდა საპასუხო ღონისძიებების გატარების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა“, განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ოთხი წამყვანი ჰოსპიტალის – რესპუბლიკური საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკის, გორის ჰოსპიტალისა და ბოჭორიშვილის კლინიკის უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის გამოყოფა და  კლინიკური მართვის ერთიანი სისტემის დაწესება ძალიან დროული და სწორი იყო.

„კერძოდ, ბევრი გამოთქვამდა გარკვეულ ეჭვს, თუ რამდენად მზად იყოს ჩვენი ქვეყანა, ჰოსპიტალური სექტორი. პირველი, რაც გააკეთა ბატონმა პრემიერმა, საგანგებო თათბირზე, მინისტრთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ გააკეთა განცხადება, რომ გამოიყო სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი 4 წამყვანი ჰოსპიტალი, რესპუბლიკური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი და ნაწილობრივ ბოჭორიშვილის კლინიკა. ამ ოთხ ჰოსპიტალს აქვს 440 საწოლის რესურსი, რაც დღეისთვის საკმარისზე მეტია. კონკრეტულად ითქვა, თუ რამდენი სუნთქვის აპარატი აქვს და ოთხ დაწესებულებას, რომ სამედიცინო პერსონალმა გაიარა მომზადება და მთლიანად ეკიპირებულია და რაც მთავარია, მთიანად დაცლილია. ამაში ეპარებოდათ ეჭვი ჩვენს ოპონენტებს, რომ კი ამბობთ, რომ მზად ხართ მისაღებად, მაგრამ როგორ ხართ მზად, როდესაც ყველა კლინიკა სავსეა ავადმყოფებით? ეს ოთხი ჰოსპიტალი მთლიანად დაცლილია სხვა ავადმყოფებისგან და ეს არის იდეალურად მომზადებული სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსით დაავადებულთა მისაღებად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ღონისძიებები შიდა გადაცემის პრევენციის მიმართულებით. 


„სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლის დროებით შეჩერება, ბარები, რესტორნები და სხვა. ეს ღონისძიებები იმდენად მნიშვნელოვანი იყო  და იმდენად ეფექტურად იყო მის მიერ ფორმულირებული და გახმოვანებული, რომ ყველა ოპონენტმა, ვინც აკრიტიკებდა საპასუხო ღონისძიებებს, შეწყვიტა საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო კრიტიკა და ყველა ამბობს, რომ კი, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომები ეფექტურია, საკმარისია და ადეკვატური“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up