თენგიზ ცერცვაძე - პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში კიდევ დიდხანს დარჩება

თენგიზ ცერცვაძე - პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში კიდევ დიდხანს დარჩება

access_time2021-05-27 23:00:00

პიკმა გადაიარა, მაგრამ ჯერჯერობით მესამე ტალღა დაძლეული არ არის - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულში ეკონომიკა გაიხსნას და ადამიანები ზაფხულის პერიოდში ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, პირბადეების გამოყენების მაჩვენებლის 90%-მდე გაზრდა შეზღუდვების და აკრძალვების მოხსნის საშუალებას გააჩენს, თუმცა პირბადის ტარების მოთხოვნა ძალაში დიდხანს დარჩება.


„ნაწილობრივ საფუძველი გვაქვს ვილაპარაკოთ, რომ პიკმა გადაიარა, მაგრამ ჯერჯერობით მესამე ტალღა დაძლეული არ არის. თუ მესამე ტალღის პიკში გვქონდა 1500-1700 ახალი შემთხვევა, ახლა გვაქვს 1000-1200 ახალი შემთხვევა. მივდივართ სტაბილიზაციისკენ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია საქართველოში სამწუხაროდ, დაიწყო დაგვიანებით და ახლა იკრებს ძალას და ტემპს.


გარდა ამისა, მინიმალური შეზღუდვები იყო საქართველოში ბოლო ორი თვის მანძილზე და ახლა პრაქტიკულად აღარ დარჩა შეზღუდვები თუ არ ჩავთვლით „კომენდანტის საათს“. ფაქტობრივად, შეზღუდვები საქართველოში არ არის, მაშინ როცა ჯერ კიდევ რჩება სერიოზული შეზღუდვები ევროპის ქვეყნებში, თუმცა იქაც დაიწყეს ნელნელა მოხსნა.



ჩვენთან ისევ დაბალია პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი - იყო 40%, ახლა მოიმატა და არის 70%, მაგრამ ეს მაინც დაბალია, 90% მაინც უნდა იყოს პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი, რომ მყარი ეფექტი გვქონდეს.


დღეისთვის სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 20 000-მდე ადამიანი, ხოლო ერთჯერადად ვაქცინირებულია 100 000-მდე ადამიანი. ეს დასაწყისისთვის კარგია, მაგრამ ისე, ძალიან ცოტაა. სხვა ქვეყნების მაგალითმა გვაჩვენა, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობის 2/3 აიცრას. იმ ქვეყნებმა, რომლებიც ამ მაჩვენებელს მიუახლოვდნენ, მოახერხეს ახალი შემთხვევების დრამატული შემცირება და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევების დრამატული შემცირებაც. ახლა ჩვენ ძალისხმევა უნდა მივმართოთ ძირითადად ორი მიმართულებით: გავაძლიეროთ ვაქცინაციის ტემპი და გავზარდოთ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი და დავიცვათ სოციალური დისტანცია. კარგი ის არის, რომ მიუხედავად აი ამ მესამე ტალღის საკმაოდ მაღალი პიკისა, ჯანდაცვის სისტემა დაწყებული სასწრაფო დახმარებიდან გაგრძელებული ოჯახის ექიმით და ჰოსპიტალური სექტორით გამართულად და აბსოლუტურად შეუფერხებლად მუშაობს. არც ერთი შეფერხება მესამე ტალღის დროს, განსხვავებით მეორე ტალღისგან არ დაფიქსირებულა. საქართველოზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკის და ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნები ასე კარგად და გამართულად ვერ უმკლავდებიან მესამე ტალღას, მაგრამ არ შეიძლება კლინიკური სექტორი მუდმივად გვყავდეს ასეთი წნეხის ქვეშ და არ შეიძლება, რომ მაინც შეზღუდვები რჩებოდეს ქვეყანაში. ამიტომ ორი რამ - მასიური ვაქცინაცია და პირბადეების გამოყენების გაზრდა 90%-მდე, საშუალებას მოგვცემს რაც შეიძლება მალე მოვხსნათ შეზღუდვები და აკრძალვები. დარჩება მხოლოდ პირბადის ტარება - ეს დიდხანს დარჩება კიდევ იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომელმაც წარმატებული ვაქცინაცია ჩაატარა, მაინც რჩება პირბადეები. ჩვენი ამოცანაა, რომ ზაფხულში შევიდეთ სტაბილური მდგომარეობით, რათა ზაფხული იყოს სრულფასოვანი ჩვენი მოსახლეობისთვისაც და ტურისტული სექტორისთვისაც. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულში ეკონომიკა გაიხსნას და ადამიანები ზაფხულის პერიოდში დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა ცერცვაძემ.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up