შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გავრცელების რისკები იზრდება და ასეთ დროს მასობრივი ტესტირება სასარგებლოა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „ჩვენ მოგვიწევს კოჰაბიტაცია ამ ვირუსთან და ამას უნდა უნდა შევეგუოთ. მისივე თქმით, ათეული შემთხვევები იქნება ქვეყანაში, რამაც დაძაბულობა არ უნდა გამოიწვიოს.
„საქართველოში ყოველწლიურად ტუბერკულოზის ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არ ხდება განსაკუთრებული განგაშის საგანი. მომავალში, როდესაც პანდემიას დავძლევთ, შეგვიძლია, მოვიქცეთ ამ ვირუსის მიმართ ისე, როგორც ვიქცევით, ტუბერკულოზის, ან თუნდაც გრიპის მიმართ. ამისთვის, აუცილებელია, რომ ეპიდემია იყოს გაშვებული დაღმავალი გზით, მასობრივი ტესტირება ამაში მხოლოდ დაგვეხმარება. საქართველოში აქამდე ვერ კეთდებოდა მასობრივი ტესტირება, რასაც ხსნიან იმით, რომ ხარისხიანი ტესტების დეფიციტი იყო, თუმცა ტესტავდნენ იმ პირებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მხედველობაში მაქვს პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ სიმპტომები აბ რისკის ფაქტორები - კონტაქტი პაციენტთან, ინფიცირებულთან, ან სხვა. ამას ბოლნისის, მარნეულის, ქობულეთის მაგალითები გვიჩვენებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.