თენგიზ ცერცვაძე - „ომიკრონი“ იწყება სიმპტომებით, როგორიცაა სურდო, ყელის, თავის ტკივილი და სისუსტე - ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, მათ იშვიათად ემართებათ

თენგიზ ცერცვაძე - „ომიკრონი“ იწყება სიმპტომებით, როგორიცაა სურდო, ყელის, თავის ტკივილი და სისუსტე - ვისაც „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული, მათ იშვიათად ემართებათ

access_time2022-01-21 00:00:00

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში ვერ ავლენს „ომიკრონს“ სწრაფი ტესტი და რა შემთხვევაში ხდება საჭირო „პისიარ“ ტესტის გაკეთება.



როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ ვითარებაშიც კი, თუ პაციენტს კორონავირუსი „პისიარ“ ტესტითაც არ დაუდასტურდება, თუმცა სიმპტომები აქვს, ექიმი ისე უნდა მოიქცეს, როგორც კოვიდპაციენტთან.



„სწრაფი ტესტები ზოგ შემთხვევაში, ძირითადად დაავადების პირველ დღეს, შემთხვევათა მცირე ნაწილში „ომიკრონს“ ვერ იჭერს. ამიტომ უპირატესობა ენიჭება „პისიარ“ ტესტს. ყველა პაციენტმა, ვისაც სიმპტომი აქვს, თუნდაც რეალურად კოვიდი არ ჰქონდეს და ჰქონდეს რომელიმე გაციებითი რესპირატორული დაავადება, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი, ხოლო თუ საეჭვოა და სიმპტომები აქვს, ასეთ პაციენტს აუცილებლად ამისამართებენ „პისიარ“ ტესტზე. სწრაფი ტესტი კი დაავადების მეორე-მესამე დღეს როგორც წესი, აფიქსირებს.



ექიმებს მივმართავ, რომ თუ პაციენტს აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ტესტი, მათ შორის „პისიარიც“ არის უარყოფითი, ასეთ პაციენტს უნდა მოვექცეთ როგორც კოვიდიანს და გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ როგორც კოვიდიანი, რამეთუ ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ის არ დამძიმდება და ლეტალური შედეგით არ დასრულდება. ხოლო თუ მცირე შემთხვევაში მოხდება შეცდომა, ანუ პაციენტს არ ექნება კოვიდი, მაგრამ უმკურნალებენ როგორც კოვიდიანს, ამით არაფერი დაშავდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.




ცერცვაძე „ომიკრონის“ სიმპტომებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ შტამის შემთხვევაში იშვიათია გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.



„ომიკრონი“ უფრო ხშირად იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა სურდო, ყელში ჩაკაწვრის გრძნობა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე. ეს არის პირველი ძირითადი სიმპტომები, როდესაც „დელტა“ და სხვა შტამების დროს განსხვავებული სიმპტომები იყო. თუმცა შემდგომში „ომიკრონის“ დროსაც შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რაც „დელტას“ დროს ვითარდებოდა. მაგრამ იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება, თუმცა ეს სიმპტომები მაინც იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ექიმმა ან ავადმყოფმა მკაფიოდ გაარჩიოს, „ომიკრონი“ აქვს თუ „დელტა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.



რაც შეეხება იმას, რომ „ომიკრონი“ მასიურად გავრცელდა და ამ შტამით ვაქცინირებული ადამიანებიც ავადდებიან, ცერცვაძე ამბობს, რომ ეს შტამი „იშვიათად ემართებათ მათ, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს“.



„მთლად ყველას არ ემართება, ვისაც „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს, მათ იშვიათად ემართებათ. მასობრივი ვაქცინაციაა პანდემიის დაძლევის და თუნდაც „ომიკრონის“ თავიდან აცილების საშუალება, განსაკუთრებით მესამე, „ბუსტერ“ დოზით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up