თენგიზ ცერცვაძე - მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, შესაბამისი სტრუქტურების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს და არ ჩავატაროთ სარისკო ექსპერიმენტები

თენგიზ ცერცვაძე - მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, შესაბამისი სტრუქტურების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ შევინარჩუნოთ, რაც გვაქვს და არ ჩავატაროთ სარისკო ექსპერიმენტები

access_time2020-07-06 22:20:15

თბილისის იფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები კვლავ მზარდია.

 

მისივე თქმით, საქართველო პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელით ევროპაში საუკეთესოა.

 

„მსოფლიოში რაოდენობა არა თუ არ იკლებს, არამედ იმატებს. მართალია, ცალკეულ ქვეყანაში იკლებს, მაგრამ ჯამში უფრო იმატებს, ვიდრე იკლებს. თქვენ იცით, რომ საქართველო პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელით ევროპაში საუკეთესოა. მას ჰყავს ყველაზე ნაკლები „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით და ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი, გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტია – 1.6.

 

ახალი შემთხვევების მხრივაც, საქართველო ევროპაში არის ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში. სულ სამი, ორი, ოთხი ახალი შემთვევაა, ანუ ერთნიშნა რიცხვით. დღევანდელი მონაცემებით ევროპაში ხომ საუკეთესოა და ახალი შემთხვევების მხრივ მსოფლიოში 123-ე ადგილზეა. ანუ, პრაქტიკულად არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სიტუაცია გვაქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ცერცვაძის განმარტებით, სწორედ ამგვარი მონაცემების შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის შეიყვანა.

 


„ამის შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა იმ 15 ქვეყანას შორის, რომელიც ჩაითვალა უსაფრთხოდ და მიეცა რეკომენდაცია ქვეყნებს, რომ საქართველოსთან გახსნან მიმოსვლა და საზღვრები“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

თუმცა, ცერცვაძის თქმით, მიღწეულ შედეგს შენარჩუნება სჭირდება.

 

„რამდენადაც ძნელი იყო ამის მიღწევა, უფრო ძნელი იქნება ხელახლა ამის მიღწევა. თუ ჩვენ დავუშვებთ შეცდომებს, ხელიდან გავუშვებთ კონტროლის სადავეებს და დავუშვებთ იმას, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევებმა ჩვენთან მოიმატოს, მერწმუნეთ, განმეორებით იგივე გზის გავლა იქნება გაცილებით უფრო ძნელი და მტკივნეული, ვიდრე იმის შენარჩუნება, რაც ახლა გვაქვს.

 

ამიტომ, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა შესაბამისი სტრუქტურის მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და არ ჩავატაროთ სარისკო ექსპერიმენტები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ამასთან, ცერცვაძის შეფასებით, მიღებული გამოცდილება ქვეყანას დაეხმარება, კორონავიურის მეორე ტალღა წარმატებით დაძლიოს.

 

„პირველი ტალღა რომ ასეთი წარმატებით გადაილახა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევიძინეთ გამოცდილება, ვიცით, როგორ უნდა ვებრძოლოთ კოვიდს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველაფერ იმას, რაც გასული ოთხი თვის განმავლობაში გავაკეთეთ, გავითვალისწინებთ იმ ხარვეზებს, რაც არ გავაკეთეთ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ის, რაც აქამდე გაკეთდა, ძალიან დაგვეხმარება მეორე ტალღის ასევე წარმატებით დაძლევაში.

 

იმედს გამოვთქვამ, გარანტია ცუდი სიტყვაა, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, რომ თუ მეორე ტალღა იქნება რბილი, სუსტი ან თუნდაც ზომიერი, თუ ის არ იქნება კატასტროფული და იმედია, რომ კატასტროფული არ იქნება, ამის საწინდარია ის რეგულაციები, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს, პირველისგან განსხვავებით, მეორე ტალღა შეიძლება ისე გადავიტანოთ, რომ მოსახლეობამ ვერც გაიგოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up