თენგიზ ცერცვაძე - მომავალში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ეს არის გზა, რომ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ

თენგიზ ცერცვაძე - მომავალში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ეს არის გზა, რომ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ

access_time2021-01-13 23:30:00

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ევროპასა და ამერიკაში ყოველდღიურად კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდი მყარდება და საუბარია ვირუსის გავრცელების მესამე ტალღაზე.



ცერცვაძის თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაცია უკვე მოხერხდა და ცდილობენ, თებერვლამდე, რა დროსაც ნავარაუდევია მესამე ტალღის დაწეყბა, შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდეს.



„მთელ ევროპაში და ამერიკაში ლაპარაკობენ მესამე ტალღაზე. ყოველ დღე ახალი შემთხვევების რეკორდი მყარდება. არის ვარაუდები, რომ მესამე ტალღა დაიწყება სადღაც თებერვლიდან. ჩვენ გვინდა, პირიქით, თებერვლამდე ეს მეორე ტალღა მინიმუმამდე დავიყვანოთ. უკვე მოხერხდა სტაბილიზაცია, 4-5 ათასი შემთხვევა იყო, ახლა არის ათასიდან ორიათასამდე. იმიტომაც გაგრძელდა ეს ლოკდაუნი. შემთხვევები უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე, რადგან როცა რეგულაციები მოიხსნება და შეზღუდვების მოხსნის გამო ველოდებით მესამე ტალღას, მესამე ტალღას ჰქონდეს რაც შეიძლება დაბალი საწყისი რაოდენობა, რაც შეიძლება ცოტა შემთხვევა, რომ მატება ბევრი არ იყოს. 500-დან მატება სხვა არის, ხუთი ათასიდან – სხვა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.




თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად იდეალური იქნებოდა შეზღუდვების შენარჩუნება, თუმცა ამ რეჟიმში ქვეყანა დიდ ხანს ვერ დარჩება. ამიტომ, ცერცვაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.



„ჩემი რეკომენდაციით, მესამე ტალღის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის, როცა მოიხსნება შეზღუდვები… ამას ქვეყანა დიდხანს ხომ ვერ გაუძლებს, იდეალური იქნებოდა, არ მოგვეხსნა შეზღუდვები, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, რეალური არ არის. უნდა გამკაცრდეს კონტროლი რეგულაციებზე, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. დღეს არ არის საკმარისად მკაცრი, შემდეგში უნდა იყოს ძალიან მკაცრი. ეს არის გზა, რომ ჩვენ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.



1tv.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up