თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსი გრიპის ვირუსისგან განსხვავებულია, მათ საერთო არაფერი აქვთ და 25-26 გრადუსი კორონავირუსისთვის განაჩენი ნამდვილად არ არის

თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსი გრიპის ვირუსისგან განსხვავებულია, მათ საერთო არაფერი აქვთ და 25-26 გრადუსი კორონავირუსისთვის განაჩენი ნამდვილად არ არის

access_time2020-03-11 22:15:22

კორონავირუსი გრიპის ვირუსისგან განსხვავებულია, მათ საერთო არაფერი აქვთ და 25-26 გრადუსი კორონავირუსისთვის განაჩენი ნამდვილად არ არის, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

მისი თქმით, ეს არის კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც ადამიანში მანამდე არ იყო აღმოჩენილი.

„სავარაუდოდ, ის იყო ან ცხოველებში, ან მოხდა ადრე არსებული კორონავირუსის მუტაცია, მისი ანტიგენური ბუნების შეცვლა. მან შეიცვალა ბუნება და ადამიანისთვის გადამდები გახდა. უფრო ვარაუდობენ, რომ ეს ვირუსი ბუნებაში არსებობდა. უბრალოდ, ადამიანებს არ ასნებოვნებდა. საიდან გაჩნდა? ისევ ვარაუდობენ, რომ ამ ვირუსის რეზერვუარი ღამურაა და თავდაპირველი წყარო ის არის. შემდეგ ასახელებენ, რომ შუალედური წყარო შეიძლება, იყოს პანგოლინი. ეს არის ჭიანჭველაჭამია, ან შეიძლება, ზოგიერთი სხვა ცხოველი იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ განცხადებით თენგიზ ცერცვაძემ მაყურებლის შეკითხვას უპასუხა, საიდან გაჩნდა კორონავირუსის ბოლო სახეობა და რას წარმოადგენს ის. 

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ადამიანებში ამ ინფექციის პირველად გავრცელებას ჩინეთის ქალაქ უხანის ერთ-ერთი ბაზრიდან პროდუქტების მოხმარებას უკავშირებენ და სავარაუდოდ, ეს პროდუქტები იყო ინფიცირებული.


„ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, რა გზით იყო ინფიცირებული ეს პროდუქტები, უშუალოდ ღამურის ფეკალიებით თუ სხვა შუამავალი ცხოველებით, მაგრამ ფაქტი ერთია, გადაცემა მოხდა ცხოველიდან ადამიანზე. შემდგომში, უკვე ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდა და ამის შემდეგ ვირუსმა სწრაფი გავრცელება დაიწყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მაყურებლის შეკითხვაზე, განადგურდება თუ არა კორონავირუსი ავტომატურად, როცა გარემოს ტემპერატურა 25-26 გრადუსს მიაღწევს, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ეს მთელ მსოფლიოს აინტერესებს და აზრი ორ ნაწილად არის გაყოფილი.

„ერთნი ვარაუდობენ, რომ პრეცედენტული მიდგომით, თუ სხვა რესპირაციული ვირუსები და მათგან ყველაზე ცნობილი გრიპის ვირუსი დათბობის შემდეგ კლებისკენ მიდის, კორონავირუსის შემთხვევაშიც ასე იქნება. ნახევარი მსოფლიო ფიქრობს, რომ კორონავირუსიც ასე მოიქცევა, ვინაიდან ისიც რესპირაციული ვირუსია, ხოლო მეორე ნახევარი ფიქრობს და ამტკიცებს, რომ კორონავირუსი სეზონური არ იქნება და დათბობის პერიოდი მასზე არ იმოქმედებს, რადგან კორონავირუსი გრიპის ვირუსისაგან გენეტიკურად აბსოლუტურად განსხვავებული ვირუსია, მათ საერთო არაფერი აქვთ და 25-26 გრადუსი კორონავირუსისთვის განაჩენი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.



1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up