თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსი არ არის ბანალური ვირუსული პნევმონია, ეს არის გაცილებით სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს

თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსი არ არის ბანალური ვირუსული პნევმონია, ეს არის გაცილებით სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს

access_time2020-04-30 22:58:38

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღემდე არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დადასტურებულ ეფექტს აჩვენებს. როგორც ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, ასეთი მედიკამენტი შესაძლოა, გახდეს „რემდესივირი“.

 

„ჩვენ ბუნებრივია ვცდილობთ ვიყოთ ყველა სიახლის საქმის კურსში და გარკვეულწილად ამას ვახერხებთ. რა ვიცით ახალი? რამდენიმე რამ. ერთი ის, რომ დღემდე არ არსებობდა და არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც დიდ, რანდომულ კვლევებში დაადასტურებდა და უჩვენებდა ვირუსის საწინააღმდეგოდ დადასტურებულ ეფექტს. ასეთი მედიკამენტი არ არსებობს. შესაძლოა, პირველი ასეთი გახდეს „რემდესივირი“, მაგრამ ჯერ ვთქვათ მხოლოდ შესაძლოა.

 

მეორე ვიცით ის, რომ მიუხედავად იმისა, არ არსებობდა ასეთი საიმედოდ დადასტურებული სამკურნალო მედიკამენტი, არსებობდა რიგი მედიკამენტების დაახლოებით 10-15 მედიკამენტი. მათგან ზოგიერთი ძველი მედიკამენტი, რომელიც იხმარებოდა სხვადასხვა დაავადების დროს. ზოგი შედარებით ახალი მედიკამენტი, რომელთა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ისინი ვერ ჩაითვლებიან ამ კოვიდის მკურნალობის რადიკალურ საშუალებად, მაგრამ შეუძლიათ დაავადების მიმდინარეობა შეამსუბუქონ და შეამცირონ გარდაცვალების შემთხვევები. შესაბამისად, ვიდრე გამოჩნდება რადიკალურად ეფექტური მედიკამენტი, მანამდე უნდა იყოს გამოყენებული ავადმყოფების სამკურნალოდ. სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ასეთ მედიკამენტებს ვიყენებთ“,- განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსი იმაზე მეტა სახიფათო აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავიდან ეგონათ. ცერცვაძის ინფორმაციით, ეს არ არის უბრალოდ ვირუსული პნევმონია, ეს არის გაცილებით უფრო სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს.

 


„ეს დაავადება იმაზე უფრო სახიფათო და ვერაგი გამოდგა, ვიდრე თავიდან ეგონათ. ეს არ არის უბრალოდ ბანალური ვირუსული პნევმონია, ისეთი, რომელიც თუნდაც H1N1 გრიპის დროს ან სხვა ვირუსული ინფექციების დროს ვრცელდება. ეს არის გაცილებით უფრო სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს მთელი რიგი ორგანოთა სისტემის მხრივ. ვითარდება ფილტვების სერიოზული დაზიანება და თან შესაძლოა, სხვადასხვა ტიპით მიმდინარეობდეს ეს დაზიანება. ეს ურთულებს ინფექციონისტებსა და რეანიმატოლოგებს პროცესის მართვას და მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, მაგალითად იმისთვის, თუ რომელი პაციენტები უნდა იქნენ გადაყვანილნი მართვით სუნთქვაზე და რომელი არა. სხვა დაავადების დროს ეს მარტივად წყდება. აქ ეს რთული გადასაწყვეტია. რადგან დაავადების ფორმები და მიმდინარეობა სხვადასხვაა.

ამ ავადმყოფებს ხშირად უვითარდებათ დარღვევები სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ და ხშირია თრომბოემბოლიური გართულებები, რაც ასევე მოითხოვს შესაბამის მონიტორინგს და შესაბამისი მედიკამენტების გამოყენებას და კორექციას. ესეც ადრე არ ვიცოდით, არავინ იცოდა და პროცესში ვლინდება. საქართველოში ასეთი გართულებების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ისევე როგორც მათი წარმატებული მართვის შემთხვევები. ტრომბოემბოლიური გართულებები როდესაც დაფიქსირდა, ეს პაციენტები არ იყვნენ მძიმე. ამ პაციენტებს ჰქონდათ საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა და ამ გართულების შემდეგ ისინი დამძიმდნენ. ის უჩვეულოდ მიმდინარეობს როგორც პნევმონია, რომელსაც ახასიათებს არატიპური მიმდინარეობა განსხვავებით სხვა ვირუსული პნევმონიებისგან“,- განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისივე თქმით, დაავადებას თან ახლავს სისხლის შემდედებელი სისტემის საკმაოდ ხშირი ცვლილებები და ტრომბოემბოლიური გართულებები.

 

„ასევე, ძალიან ხშირია უფრო ხშირი ვიდრე მაგალითად H1N1 გრიპის დროს ბაქტერიული ინფექციები და არამარტო ბაქტერიული პნევმონია, არამედ ხშირია სეფსისები. ძალიან ძნელი გასარკვევია დაავადების სიმძიმე და მიმდინარეობა გამოწვეულია ბაქტერიული გართულებით, თუ უშუალოდ ვირუსის მიერ და სხვა ვირუსული დაავადებების დროს ეს უფრო იოლი გასარკვევია. მთელი რიგი კლინიკური სიმპტომები და ლაბორატორიული მარკერები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. აქ გამოცდილმა ექიმმა უნდა აიღოს პასუხიმგებლობა საკუთარ თავზე უმკურნალოს ბაქტერიულ გართულებას თუ უშუალოდ ვირუსით გამოწვეულ პროცესს.

 

ძალიან ხშირად დაავადება მიდის ე.წ ციტოკინური შტორმის თანხლებით, ეს სპეციფიკური სამედიცინო ტერმინია. ნიშნავს, რომ ვირუსის გავლენის შედეგად ორგანიზმში გამოთავისუფლდება მთელი რიგი ციტოკინები, რომლებიც იწვევენ ძალიან მკვეთრ საპასუხო რეაქციას ორგანიზმის მხრიდან, ანთებით რეაქციას რომელიც ყველაზე ხშირი მიზეზია ამ ავადმყოფების დამძიმების და ხშირად სიკვდილისაც. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ციტოკინური შტორმის მართვა, მაგალითად ამისთვის არსებობს ერთ-ერთი ძალიან ეფექტური მედიკამენტი „ტოცილიზუბაბი“, რომ ძალიან მძიმე ავადმყოფში ჩვენთან იქნა წარმატებით გამოყენებული“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

წყარო: პირველი არხი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up