თენგიზ ცერცვაძე: ინფექციური საავადმყოფოს შენობისთვის რამდენიმე ვარინატი განიხილება და ჯერ ვერ შევჯერდით

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციური საავადმყოფოს შენობისთვის რამდენიმე ვარინატი განიხილება და ჯერ ვერ შევჯერდით

access_time2020-07-23 15:20:39

საერთაშორისო რეკომენდაცით ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთი სახელმწიფო დაწესებულება მაინც, რომელსაც შესაძლებლობა ექნება განსაკუთრებით საშიშ და მძიმე ინფექციებით ავადმყოფებს უმკურნალოს და საქართველოს, ერთადერთს მსოფლიოში, დღემდე ასეთი დაწესებულება არ ჰქონდა. უფრო სწორად, ჰქონდა ჩვენი დაწესებულების სახით, რომელსაც საკუთარი შენობა-ნაგებობები და ტერიტორია არ ჰქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, სახელმწიფოს ყოველწლიურად კომპანია „ავერსისთვის“ უხდებოდა გადაეხადა საიჯარო ხელშეკრულების ღირებულება, ძალიან სოლიდური თანხა, დაახლოებით, ნახევარი მლნ ლარი, რაც ასევე სერიოზულ ტვირთად აწვა სახელმწიფოს.

 

„ამიერიდან, მართალია სერიოზული თანხაა გამოყოფილი, მაგრამ ეს ყოველწლიური ტვირთი რამდენიმე წელიწადში შეიძლება უფრო სერიოზული გამხდარიყო, ვიდრე ეს ერთჯერადად გამოყოფილი თანხა და ეს პრობლემაც მოიხსნება. ბოლოს, მინდა იცოდეთ, საერთაშორისო, მსოფლიო პრაქტიკითა და რეკომენდაციებით, მსოფლიოში ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს და აქვს პრაქტიკულად, სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი, ერთი სახელმწიფო დაწესებულება მაინც, სულ ცოტა ერთი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, მოემსახუროს განსაკუთრებით საშიში, მძიმე და გადამდები ინფექციებით ავადმყოფებს. ეს რომ აუცილებელია, ძალიან თვალსაჩინოდა დაანახა მთელ ქვეყანას კოვიდ პანდემიამ, რომელიც არ არის ყველაზე მძიმე, მიუხედავად იმ მძიმე და ტრაგიკული შემთხვევებისა, რაც მთელ მსოფლიოში მოიტანა. მაგალითად, მომავალში რომ გავრცელდეს ებოლას ცხელების პანდემია, ეს იქნება გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემა“, - განაცხადა ცერცვაძემ.


 

მისივე თმით, მთავრობის დადგენილებაში რამდენიმე ვარინატი განიხილება და ჯერ ვერ შეჯერდნენ, ამიტომ კონკრეტული შენობა ან მშენებლობის დაწყება მითითბული არ არის.

 

ინფექციურ საავადმყოფოს 40 მლნ ლარამდე თანხა გამოეყოფა, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება. ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up