ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორთან თენგიზ ცერცვაძესთან ერთად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ვაქცინის შენახვის პირობები დაათვალიერა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო უკვე მზად არის ვაქცინის მისაღებად და პროცესის დასაწყებად. სამედიცინო დაწესებულებას 2 ულტრათანამედროვე მაცივარი აქვს, რომელიც იძლევა მინუს 80 გრადუსზე შენახვის შესაძლებლობას.
„ჩვენი კლინიკა კოვიდის მართვაში პირველივე დღიდან არის ჩართული, ის არის ფლაგმანი, აქვს ყველა მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი, რათა ვაქცინაცია ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტებით დაცვით და უმაღლეს დონეზე. ჩვენ შევინახავთ მხოლოდ იმ რაოდენობას, რაც ჩვენ დაგვჭირდება და ძირითადი მასა ლუგარში იქნება შენახული. რაც შეეხება ექიმებს, იმდენჯერ არიან გადამზადებულები, ისე კარგად ფლობენ როგორც ვაქცინაციის პროცესს, ასევე ყველა შესაძლო გართულების მართვას, რომ დღესვე რომ შემოიტანოთ ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაცია არანაირი ხინჯი არ იქნება“-ამის შესახებ თენგიზ ცერვაძემ განაცხადა.