თენგიზ ცერცვაძე - დიახ, მაქვს შენიშვნები - შეზღუდვების მოხსნის პარალელურად მოსახლეობამ უნდა ისწავლოს პირბადის გამოყენება, რაც ჩვენთან  უკვე 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა და ეს იქნება დამღუპველი

თენგიზ ცერცვაძე - დიახ, მაქვს შენიშვნები - შეზღუდვების მოხსნის პარალელურად მოსახლეობამ უნდა ისწავლოს პირბადის გამოყენება, რაც ჩვენთან უკვე 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა და ეს იქნება დამღუპველი

access_time2021-03-09 12:00:00

დიახ, მაქვს შენიშვნები - შეზღუდვების მოხსნა უნდა მიმდინარეობდეს იმის პარალელურად, რომ მოსახლეობამ უნდა ისწავლოს მასიურად პირბადეების გამოყენება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა შენიშვნები შეზღუდვების მოხსნის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, რეგულაციების მოხსნის პარალელურად, საქართველოში პირბადეების ტარების მაჩვენებელი 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც ინფექციონისტის თქმით, ქვეყნისთის დამღუპველი იქნება. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მოსახლეობამ აღარ უნდა დაუშვას ის შეცდომები, რაც ზაფხულში დაუშვა.

„როცა მეკითხებიან, ხომ არ გამოიწვევეს შეზღუდვების მოხსნა ინფექციის მატების ახალ ტალღას, ვეუბნები, რომ არაფერი არ არის გამორიცხული. თუ ევროპის ქვეყნები ელოდებიან მესამე ტალღას და ამერიკა მეოთხე ტალღას, ჩვენც ხომ მსოფლიო თანამეგობრობაში ვცხოვრობთ და ჩვენთანაც შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით ჩემთვის შემაშფოთებელია, რომ სწორედ კონკრეტული სამსახურები ითვლიან პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და სხვა და თუ იყო ჩვენთვის კარგ პერიოდში 72% პირბადეების ტარება, რაც ასევე, არ არის დიდი, იმიტომ, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში 90-95%-ია, 72%-ის შემდეგ იყო 62% და გუშინ მაცნობეს, რომ 62%-იც აღარ არის, უკვე 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა პირბადეების გამოყენება - ეს იქნება ჩვენთვის დამღუპველი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოსახლეობამ არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც მან დაუშვა ზაფხულში, როდესაც შეზღუდვების მოხსნის პარალალურად უარი ვთქვით რეგულაციების შესრულებაზე, პირბადეების ტარებაზე, სოციალურ დისტანცირებაზე და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებაზე. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა და ბიზნესი იყოს გახსნილი, შეზღუდვები იყოს მინიმალური ან მთლიანად მოხსნილი და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, გვქონდეს შემოსავალი, მოსახლეობა არ იყოს ისეთ გაჭირვებაში, როგორც იყო ამ „ლოქდაუნის“ პერიოდში, მაშინ უნდა ვაღიაროთ და უნდა შევასრულოთ ის, რომ ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცირება. ურთიერთგამომრიცხავია მოსახლეობის ეს ორი სურვილი, რომ ერთი მხრივ არ იყოს შეზღუდვები და მათ ჰქონდეთ თავისუფალი ცხოვრების და ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობა და მეორე მხრივ, არ ატარონ პირბადეები და არ დაიცვან სოციალური დისტანცირება. ეს ორი მომენტი შეუთავსებელია და ადვილად მიხვდებით, რომელი მომენტია უფრო მარტივად დასათმობი აქედან,“- განაცხადა ცერცვაძემ.



BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up