„ცხელების ცენტრი“ საქართველოს ნოუ ჰაუა და როგორც ჩანს, იმუშავა. ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების რიცხვი არ გაზრდილა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებას მოუწოდა, გარკვეული შეზღუდვების მოხსნას ბოროტად ნუ გამოიყენებენ. ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ საქართველო დღიურად ტესტების რაოდენობით გერმანიას გაუტოლდება.
„თუ პირველ დღეებში, 2-3 ასეული გამოკვლევა ტარდებოდა, ახლა უკვე 2000-ია და მალე 3000 იქნება. მალე ჩვენი გამოკვლევების რიცხვები, (ასე ირწმუნება სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მე არ ვმონაწილეობ ამაში), ევროპის ლიდერის - გერმანიის დღიური გამოკვლევის დონეს გაუტოლდება, სადაც დღეში გამოკვლეულთა რაოდენობა 3000-ია. ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, ჩვენთან იკვლევდნენ ცოტას, მაგრამ იკვლევდნენ მას, ვინც საჭირო იყო - ეს სისტემა, რომელიც საქართველომ შემოიღო - სასწრაფო, ოჯახის ექიმი, „ცხლების ცენტრი“ - დამიჯერეთ, ევროპის არც ერთ ქვეყანას ეს წრე, ეს კასკადი არ ჰქონია.
„ცხელების ცენტრი“ საქართველოს ნოუ ჰაუა, რამაც, როგორც ჩანს, იმუშავა, ტესტების რაოდენობა გაიზარდა და ავადმყოფების არ გაზრდილა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
Imedinews