თენგიზ ცერცვაძე „დაუმორჩილებლობის აქციაზე“: კომენდანტის საათიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება

თენგიზ ცერცვაძე „დაუმორჩილებლობის აქციაზე“: კომენდანტის საათიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება

access_time2021-02-08 23:00:00

ინფქციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი დაუმორჩილებლობის აქციის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ისედაც მინიმალური შეზღუდვაა ქვეყანაში დარჩენილი, კომენდანტის საათის სახით, დღეს კი საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები შეზღუდვების მქონე ქვეყანაა ევროპასა და ამერიკაში. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კომენდანტის საათიც ყოველგვარი დოლ-გარმონის გარეშე მოიხსნება.

„მაგალითად, საფრანგეთში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან იწყება, ინგლისში, გერმანიაში, სხვაგან მოქალაქეს უფლება არ აქვს, საშვის გარეშე გამოვიდეს ბინიდან. ამიტომ, რომის პაპზე მეტი კათოლიკები ნუ ვიქნებით და ნუ მოვინდომებთ იმაზე მეტს, რასაც ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე იძლევა. დღეს გვაქვს საშუალება, შევირგოთ ის შეზღუდვების მოხსნა, რომელიც გატარდა და პირველ რიგში, ძალიან დიდი საქმე იყო, რომ ტრანსპორტი ამოქმედდა.

შემდეგ იგეგმება საკლასო ოთახებში სწავლის განახლება, რესტორნების გახსნა და ფაქტობრივად რჩება „კომენდანტის საათი“. რახან, ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეს იოლი არ ყოფილა. იმის მაგივრად, რომ ეს მონაპოვარი გავამყაროთ და ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით, პირბადეების ტარებით, სოციალური დისტანცირებით და სხვა, რა მოხდა - ძალიან ცუდი რამ. იყო საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ეს მიმაჩნია პოპულისტურ, გაუმართლებელ, პროვოკაციულ ნაბიჯად და რატომ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის კატეგორია, რომელიც დაუმორჩილებლობის ფორმით აპროტესტებდა კომენდანტის საათს, სხვა არაფერი დარჩათ გასაპროტესტებელი. ქვეყანა შესანიშნავად მართავს კოვიდსიტუაციას, საათივით აწყობილად მუშაობს კლინიკური სექტორი, მაქსიმალურად მოიხსნა შეზღუდვები - იმის მაგივრად, რომ ამას მადლიერება და გვერდით დგომის სურვილი გამოეწვია, ზოგიერთში გამწარების და გაბოროტების სურვილი გამოიწვია - რომ თუ ყველაფერი კარგად არის, ისინი ფუნქციას კარგავენ, ეს აშკარად იკითებოდა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა მიზანი, როგორც ჩანს, ეპიდსიტუაციის გამწვავება იყო ახალი შემთხვევების მატებისგენ, რომ ეს შემდეგ მთავრობისთვის დაებრალებინათ.


თენგიზ ცერცვაძის თქმით, დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებს ქვეყანაში პანდემიის დასრულება არ აინტერესებთ და პირიქით, აღიზიანებთ, რომ პანდემია დაძლევისკენ მიდის.

„როგორც ცეცხლთან, ისე არ შეიძლება პანდემიასთან თამაში, ვიწრო პარტიული ამბიციების გავლენების ქვეშ. აქ ყველა უნდა ვიყოთ პრინციპული, თანმიმდევრულ და უნდა ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც საჭიროა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 204 ადამიანს დაუდასტურდა, 736 კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up