თენგიზ ცერცვაძე - დამიჯერეთ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც საეჭვო პაციენტს ასეთ მოკლე დროში უტარდებოდა სრული გამოკვლევა

თენგიზ ცერცვაძე - დამიჯერეთ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც საეჭვო პაციენტს ასეთ მოკლე დროში უტარდებოდა სრული გამოკვლევა

access_time2020-03-14 15:17:46

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა, პაციენტების რიცხვის დრამატული მატების შემთხვევაში, რამდენად არის მზად ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი.

მან მედიას მთავრობის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო.

მისი თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გარდა, პაციენტებს კიდევ რამდენიმე სხვა კლინიკა მიიღებს.

საუბარია 4 სახელწმიფო კლინიკაზე ჯამში 440 სწოლით.

„დღესპრემიერთან შეხვედრაზე მიღებული იქნა  ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე აქამდე თუ მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო იღებდა ავადმყოფებს და მხოლოდ საკარანტინო პაციენტებს იღებდნენ საავადმყოფოები, მაგალითად რესპუბლიკური და სხვა, ჯერჯერობით ეს სრულიად საკმარისი იყო, უკვე გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღებები იქნება ხუთი კლინიკა – ინფექციური საავადმყოფო დარჩება, საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი მერვე საავადმყოფო მთლიანად დაიცლება, არ არის ჯერ ამის საჭიროება, მაგრამ საზოგადოება რომ მშვიდად იყოს. 140 საწოლია იქ, ძალიან კარგი რეანიმაციული განყოფილებაა 40 საწოლზე. რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება, კარანტინში მყოფი პაციენტები სხვა სივრცეში გადაინაცვლებენ და რესპუბლიკური საავადმყოფო ავადმყოფების მიმღები გახდება, ასევე გორის ჰოსპიტალი, სადაც არის დაახლოებით 140 სწოლი. პლუს ბოჭორიშვილისკლინიკაში 11 საწოლი. ოთხი კლინიკა 440 სწოლით უკვე მობილიზებულია, ხვალისთვის უკვე იქნება დაცლილი“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


მისივე თქმით,  საეჭვო პაციენტის გამოკვლევა-დიაგნოსტიკის დროს ჯერ არანაირი შეფერხება არ ყოფილა.

„ბოლო პერიოდში და არა მარტო ბოლო პერიოდში, სულ ისმოდა კითხვა როგორც ჟურნალისტებისგან, ისე ოპონენტებისგან, ისე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებისგან და არაანგაჟირებული პირებისგან, ყველასგან, არაკეთილმოსურნეებისგან და კეთილმოსურნეებისგან,  გასაგებია, რასაც აკეთებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სამინისტრო, სასაზღვრო სამსახური და ზოგადად მთავრობა, შსს და სხვა, ისმებოდა კითხვა, რომელიც რჩებოდა მეორე პლანზე, რამდენად მზად არის ავადმყოფების რიცხვის მატების შემთხვევაში და მითუმეტეს დრამატული მატების შემთხვევაში ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი. არსებობს თუ არა ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა, მზადყოფნის გეგმა და ამ გეგმის ეტაპები -გეგმა ა, გეგმა ბ, გეგმა ც და საკმარისი იქნება თუ არა ეს იმ მოთხოვნის დასაკამყოფილებლად, რაც შესაძლოა საქართველოშია ხლო მომავალში წარმოიშვას ავადმყოფების ზრდის თვალსაზრისით. ეს იყო, არსებობს და არც ერთი შეფერხება ჯერ რომელიმე პაციენტის, საეჭვო პაციენტის, შესაძლო პაციენტის გამოკვლევაზე, დიაგნოსტიკაზე არ ყოფილა, დამიჯერეთ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც შესაძლო შემთხვევის პაციენტს, საეჭვო პაციენტს ასეთ მოკლე დროში უკეთდებოდა ყველაფერი და უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით. არც ერთი შემთხვევითი შეფერხებაც კი არ ყოფილა.  ერთ დღეში პაციენტს უტარდებოდა სრული გამოკვლევა, ლუგარის ცენტრში ვირუსზე ტესტირების ჩათვლით. 24 საათიც არ ყოვნდებოდა პაციენტი. 24 საათი თუ არის მინიმუმი, 18 საათში პაციენტი მთლიანად გამოკვლეული იყო, პასუხი ცნობილი იყო“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


1TV




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up