მისი განმარტებით, მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და ამ ფონზე საქართველოში შემთხვევების დღიური მაჩვენებლის ერთნიშნა რიცხვიდან ორნიშნამდე გაზრდა საგანგაშო არ არის.
„საქართველო არ არის იზოლირებული ევროპიდან, განსაკუთრებით სამეზობლოდან. ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბოლო დღეებში რაღაც გაიზარდა, არამედ ალბათ ის უნდა გვიკვირდეს, უფრო მეტად როგორ არ იზრდება“, - ამბობს ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა არ არის, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ პირველი ტალღა გრძელდება.
„ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოში მეორე ტალღა, რომ არ იქნეს ალბათ ვერ მივაღწევთ, მაგრამ იქნეს რბილი. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება, თუმცა ეს ჩემი, როგორც ექსპერტის აზრია. აი ჩვენ ვილაპარაკებთ, საქართველო და მსგავსი რამდენიმე წარმატებული ქვეყანა, რომ ის იყო პირველი ტალღა და თუ იქნა, ის არის მეორე ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ცუდი პროგნოზები არ გამართლდა, რადგან მოსახლეობამ უმეტეს წილად მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, შემთხვევების მატება კი ცალკეულ ლოკაციებს უკავშირდება. ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინის გამოყენების შემდეგ გახდება შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული ვითარება კიდევ ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.