თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ გადავრჩებით, ოღონდ რაღაც მასშტაბის მსხვერპლის ფასად

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ გადავრჩებით, ოღონდ რაღაც მასშტაბის მსხვერპლის ფასად

access_time2020-03-24 20:10:23

ჩვენ გადავრჩებით, ოღონდ რაღაც მასშტაბის მსხვერპლის ფასად. რადგან სიტუაცია აქამდე ისე მოვიტანეთ, რომ საქართველოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და ჯერჯერობით სიკვდილის მაჩვენებელი ნული აქვს, ეს პროპორცია გვინდა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩვენ გადავრჩებით იმას, რასაც ვერ გადარჩა ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, მაგრამ მთლიანად ვერ გადავრჩებით.

 

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დიდხანს შევინარჩუნებთ არსებულ სურათს, იქნება უფრო მეტი გავრცელება, ასევე იქნება ლეტალური შემთხვევები, როგორც ახლა, განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში ერთი-ორი საფეხურით უკან ვდგავართ დანაკარგების რაოდენობით, თუმცა კარგი შედეგების თვალსაზრისით, ერთი-ორი საფეხურით წინ ვართ, გვინდა ეს პროპორცია შევინარჩუნოთ. ჩვენთანაც იქნება ბევრად მეტი შემთხვევა, იქნება შიდაგავრცელება, ლეტალური შემთხვევებიც, მაგრამ მგონია, რომ არსებულ დისტანციას შევინარჩუნებთ. პირობითია ეს ცნება, მაგრამ ჩვენ გადავურჩებით იმას, რასაც ვერ გადარჩა ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, თუმცა მთლიანად ვერ გადავრჩებით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

 

კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 67 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

Imedinews.ge





„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up