თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში

თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში

access_time2020-01-17 21:00:27

საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით. ანუ, თავიდანვე იყო მოლოდინი, რომ პროგრამა შეიძლება 10 წლამდე გაგრძელებულიყო. ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკით ცნობილია, რომ ასეთი სერიოზული პროგრამები თავდაპირველ ვადებში თითქმის ვერასოდეს ეტევა და გადავადება ხდება. ასე მაგალითად, ყვავილის ერადიკაციას 20 წელი დასჭირდა, ხოლო პოლიომიელიტის ელიმინაცია ბოლომდე ჯერაც ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ ის, რომ პროგრამის სამიზნეების ხუთ წელიწადში შესრულება ვერ ესწრება, არავის გაკვირვებია და არც ოფიციალურად და არც კულუარულად ერთი შენიშვნაც კი არავის გაუკეთებია ,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.


მისი თქმით, ის 12 ქვეყანა, რომლებიც ასევე მუშაობენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პრობლემაზე, ამის გაკეთებას მოახერხებენ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2030 წლისთვის, ან კიდევ უფრო გვიან.


,, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით. ანუ, თავიდანვე იყო მოლოდინი, რომ პროგრამა შეიძლება 10 წლამდე გაგრძელებულიყო. ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკით ცნობილია, რომ ასეთი სერიოზული პროგრამები თავდაპირველ ვადებში თითქმის ვერასოდეს ეტევა და გადავადება ხდება. ასე მაგალითად, ყვავილის ერადიკაციას 20 წელი დასჭირდა, ხოლო პოლიომიელიტის ელიმინაცია ბოლომდე ჯერაც ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ ის, რომ პროგრამის სამიზნეების ხუთ წელიწადში შესრულება ვერ ესწრება, არავის გაკვირვებია და არც ოფიციალურად და არც კულუარულად ერთი შენიშვნაც კი არავის გაუკეთებია ჩვენი ოპონენტების გარდა და პირიქით - ყველგან ხაზს უსვამენ, რომ პროგრამა ძალიან მაღალ დონეზე სრულდება (სხვადასხვა მაჩვენებლების მონიტორინგისა და შეფასების მიხედვით). ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების გათვლებით პროგრამა 2023-24 წლისთვის დასრულდება, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები, მათ შორის ის 12 ქვეყანა, რომლებიც ასევე მუშაობენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პრობლემაზე, ამის გაკეთებას მოახერხებენ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2030 წლისთვის, ან კიდევ უფრო გვიან. ასე, რომ ნუ ვიქნებით „რომის პაპზე მეტი კათოლიკეები. პროგრამის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე სულ გამოკვლეულია 1 750 000 პირი (მთელი მოზრდილი მოსახლეობის 62%), გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფი (სამიზნის 61%), ნამკურნალებია 65 ათასი პაციენტი (სამიზნის 51%) და განკურნებულია ნამკურნალები პაციენტების 98,7%. ეს მაჩვენებლები გაცილებით აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის იმ 12 ქვეყნის ვინც მუშაობს ელიმინაციაზე, ანალოგიურ მაჩვენებლებს”,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.



პროფესორი კვლევების დაფინანსებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი პირებისთვის მკურნალობა თავიდანვე უფასო იყო.


,,სოციალურად დაუცველი პირებისთვის მკურნალობა თავიდანვე უფასო იყო, ხოლო დანარჩენებისთვის თანაგადახდა მინიმალური. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ბარიერის მთლიანად მოხსნას დიდი გავლენა არ მოუხდენია პაციენტების პროგრამაში ჩართვაზე. ზრდა არის, მაგრამ მცირე. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, გაითვალისწინეთ, რომ C ჰეპატიტის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქრონიკული ინფექციის ელიმინაციის გამოცდილება მსოფლიოში 2015 წლამდე არ არსებობდა და ყველაფერი თავიდანვე მზად როგორ იქნებოდა? C ჰეპატიტის მკურნალობა 2015 წლამდე მხოლოდ ერთეულ სპეციალიზირებულ კლინიკებში ხდებოდა. საყოველთაო სკრინინგის და პირველადი ჯანდაცვის რგოლსა და ზიანის შემცირების ქსელში გამარტივებული მიდგომებით დიაგნოსტიკის და მკურნალობის დანერგვას სერიოზული ძალისხმევა სჭირდებოდა (სამთავრობო დადგენილებები, სამედიცინო პერსონალის მომზადება და გადამზადება, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვ.) და ბუნებრივია, დრო დასჭირდა. 2018 წლიდან ქვეყანაში დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი - სამი დაავადების (C ჰეპატიტის, აივ/შიდსი და ტუბერკულოზი) ინტეგრირებული სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით და სხვ. C ჰეპატიტის საყოველთაო უფასო სკრინინგი დღესაც ბევრ ქვეყანაში არ ხდება, ხოლო C ჰეპატიტით პაციენტების აქტიური გამოვლენა, მათ შორის კარდაკარ ჩამოვლით, დღემდე მხოლოდ საქართველოში და კიდევ შეიძლება 1-2 ქვეყანაში ხორციელდება.


აი, ასეთია სინამდვილე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ - პროექტის, რომელიც საქართველოსა და აშშ -ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია, რომელმაც უდიდესი სიკეთე მოუტანა ქართველ ხალხს და რომლის შედეგებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში”,- ამბობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.

.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up