თენგიზ ცერცვაძე: ახლა დადგა დრო, როდესაც იმდენი პიროვნება იქნება გამოსაკვლევი, რომ თუნდაც 5 ან 10 დაწესებულება ამას ვერ აუვა

თენგიზ ცერცვაძე: ახლა დადგა დრო, როდესაც იმდენი პიროვნება იქნება გამოსაკვლევი, რომ თუნდაც 5 ან 10 დაწესებულება ამას ვერ აუვა

access_time2020-03-18 22:45:48

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა მასობრივი ტესტირება, რომელიც მეოთხეული გადაცემის პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ეპიდემიის მასშტაბების შეზღუდვისთვის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აქამდე ტესტირება მხოლოდ ლუგარის ცენტრში ხდებოდა და შემდეგ მას დაემატა კიდევ რამდენიმე დაწესებულება.

„ამ სპეციალიზებული დაწესებულებების შესაძლებლობები იყო შეზღუდული და იკვლევდნენ, მხოლოდ იმ პირებს, ვისაც აღენიშნებოდა სიმპტომები და ბოლო 14 დღის მანძილზე იმოგზაურეს მაღალი რისკის ქვეყნებში, ან კონტაქტი ჰქონდათ იქიდან ჩამოსულ პირებთან. მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც იმდენი პიროვნება იქნება გამოსაკვლევი, რომ თუნდაც 5 ან 10 დაწესებულება ამას ვერ აუვა. ეს მასობრივი ტესტირება, რომ ძალიან ბევრ ლაბორატორიას, მათ შორის კერძოებს, მიეცემათ ტესტირების შესაძლებლობა, თან გამარტივებული მეთოდებით“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, სწრაფი და გაფართოებული ტესტირების დროს, გამოყენებული იქნება სწრაფი, მარტივი ტესტები, რაც საშუალებას მოგვცემს, ვისაც აქვს რაღაც სიმპტომი ყველამ ჩაიტაროს გამოკვლევები.


„შეიძლება ავად გახდეს პიროვნება, რომელმაც არ იცის, ვისთან იყო კონტაქტში და ასეთ პიროვნებებს რომ შეუზღუდავად ექნებათ ტესტირების შესაძლებლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ასევე შეუზღუდავად იქნება გამოვლენილი ყველა პაციენტი და არა მარტო ის, ვინც რისკის ჯგუფს განეკუთნება. ყველა მათგანი მოთავსდება სტაციონარში, ან მათი ნაწილი გაივლის ბინაზე მკურნალობას, ეს შეზღუდავს ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებს“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up