საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან მცირდება.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპერტების ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება.
„ექსპერტები ამბობდნენ, რომ აპრილის ბოლოს იქნებოდა პიკი და შემდეგ პლატო, რის შემდეგაც დაღმასვლა დაიწყებოდა. მე ვიტყოდი, რომ ახლა არის პლატო, პიკი არ გამოდგა ციცაბო და იყო პლატოსებური“, - განუცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს მცხეთაში, სადაც სამედიცინო ცენტრში შეხვედრა გამართა.
მისი განმარტებით, კოვიდ მიმღებთა დაწესებულებას ეს ცენტრი ცოტა ხნის წინ შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საეჭვო ავადმყოფი ამ კლინიკაში შედის.
Imedinews