თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, კორონავირუსმა მომავალში სეზონური ინფექციის სახე მიიღოს

თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, კორონავირუსმა მომავალში სეზონური ინფექციის სახე მიიღოს

access_time2020-04-07 20:05:29

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში კორონავირუსმა სეზონური ინფექციის სახე მიიღოს.

 

თუმცა, ცერცვაძის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსი მხოლოდ სამი თვეა, რაც არსებობს და შესაბამისად, მისი ბუნება ჯერ არავინ იცის.

 

„10 პროცენტია ევროპის ქვეყნებში სიკვდილობა და საშუალოდ მსოფლიოში 5 პროცენტი. 10 პროცენტი უზარმაზარი სიკვდილობაა, გრიპის სიკვდილობა იყო 0,5 პროცენტი და აქ 10 პროცენტია სიკვდილობა. შესაძლოა, ეს გადავიტანოთ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეიძინოს იმუნიტეტი ამის წინააღმდეგ და მომავალში მოგვევლინოს, როგორც სეზონური ინფექცია. შესაძლებელია, მაგრამ ეს ინფექცია სულ რაღაც სამი თვეა, არსებობს და არავინ იცის, ასე იქნება, თუ არა“ , –  განაცხადა ცერცვაძემ.

 

1tv.ge


თეგები:
covid 19



მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა
access_time2020-05-25 14:00:50
ფრანგული საცხობი და ტკბილეულის სახლი Ladurée თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე გასულ წელს  გრანდიოზულად გაიხსნა. რესტორანი, რომელიც როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ ლაქშერი მომსახურეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა, რამდენიმე კვირის წინ დაიხურა. როგორც „კომერსანტს“ რესტორან Ladurée-ს დირექტორმა  გიორგი ღვინაძემ განუცხადა, მიუხედავად...


მსგავსი სიახლეები

up