თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

access_time2019-05-24 18:30:20


შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“.


იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი.



პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ნახევრად ცარიელი, თუმცა რეალობა გვიჩვენებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების შანსები დღეს ისეთი დაბალია, როგორც არასდროს.



ამ სიტუაციაში ძალიან ძლიერია ამის ხელისუფლებაზე გადაბრალების ცდუნება, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი დროში დაემთხვა გაუგებარ სპეცოპერაციას „თი-ბი-სი-ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ. ეს იქნებოდა ძალიან მარტივი და კომფორტული  - ხელისუფლებამ სპეციალურად, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა სტრატეგიული პროექტის რეალიზება.



თუმცა, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ეს  მხოლოდ დამთხვევა აღმოჩნდა, ხოლო პორტის მშენებლობის სავარაუდო ჩავარდნის მიზეზი სულ სხვაა.



საერთაშორისო ბანკები, რომლებმაც უნდა დააფინანსონ პროექტი,  ითხოვენ შეუძლებელს. იმას, რაზეც არ წავა არც ერთი სახელმწიფო, რომელსაც აქვს მინიმალური პასუხისმგებლობის გრძნობა. ითხოვენ იმას, რასაც მეტ-ნაკლებად ცივილიზებული ქვეყნები არც კი განიხილავენ - კომერციული რისკების დაზღვევას.



მარტივი ენით რომ ვთქვათ, ამ პირობის თანახმად, საქართველის მთავრობამ უნდა დაფაროს 400 მლნ.-იანია კრედიტი იმ შემთხვევაში, თუ პორტი ვერ იმუშავებს სათანადო დონეზე და ვერ მოიზიდავს საკმარისი რაოდენობის ტვირთებს.
ანაკლიის პროექტი - საკმაოდ რთული და რისკიანია. ერთია - უკვე არსებული პორტის გაფართოება და მის მოდერნიზაციაში ინვესტიციების ჩადება, რადგანაც უკვე არსებულ ობიექტში ყოველთვის ნაკლებია ჩავარდნის რისკი -  სულ სხვაა  ცარიელ ადგილზე, არაფერზე - გიგანტური პორტის აშენება.



ნებისმიერი საქმე, რომელიც იწყება ნულიდან   - გაცილებით უფრო რისკიანია, მით უმეტეს, ამხელა ობიექტი, რომელსაც არ ჰყავს გარანტირებული კლიენტურა და რომელსაც მოუწევს მაღალკონკურენტულ ბაზარზე თავისი ადგილის დამკვიდრება.
ინვესტორების შიშები გასაგებია  - საუბარია 400 მლნ. დოლარზე, რომელიც უნდა წავიდეს სრულიად გაურკვეველი და ბუნდოვანი მომავლის მქონე პროექტის დაფინანსებაზე. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ვერც ერთი სახელმწიფო, მით უმეტეს ღარიბი, ვერ აიღებს თავის თავზე 400 მლნ.-დოლარიან გარანტიას.




ოფიციალურად - მოლაპარაკებები გაგრძელდება, რეალურად კი პორტის მშენებლობის პერსპექტივამ  გაუკვეველი პერიოდით გადაიწია - ეს უკეთეს შემთხვევაში.



მოულოდნელად, როგორც იტყვიან, მოწმენდილ ცაზე, პრობლემები გაჩნდა იქ, სადაც არავინ ელოდა - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტში.


ერთი შეხედვით, მოხვდა ძალიან დადებით ფაქტი  - მაგისტრალთან შეერთების სურვილი გამოთქვა რუსეთმა. სწორედ იმ რუსეთმა, რომელიც ყველანაირად ეწინააღმდეგება სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო პროექტებს, რომლებსაც მიიჩნევს, და სწორადაც, თავის კონკურენტად აზია-ევროპის მიმართულებაზე.



უცბად, ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთმა რადიკალურად შეიცვალა აზრი და გადაწყვიტა პროექტთან შეერთება, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია როგორც ფინანსური მოგების თვალსაზრისით, ასევე როგორც ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც იმარჯვებს საღი გონება და არა ბნელი იმპერიული ინსტიქტი.



თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იმპერიული მიდგომა არსად გამქრალა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა მოხვდა და როგორ... თუმცა ყველაზე რეალისტურია შემდეგი სცენარი - რუსეთი დაჰპირდა პროექტის სხვა მონაწილეებს, რომ მიუერთდება ახალ მაგისტრალს იმ შემთხვევაში, თუ ლოგისტიკური ცენტრი, სადაც მოხვდება პლატფორმის შეცვლა, იქნება არა საქართველოში, არამედ თურქეთში.



პრაქტიკული თვალსაზრისით, მოსკოვისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - სად გადავა სხვა ლიანდაგი - საქართველოში თუ თურქეთში. მაგრამ თავად აზრი, რომ საქართველო რამეში და სადღაც იქნება რუსეთისთვის თანასწორი პარტნიორი, თანაც მეტად, ვიდრე ამას მოითხოვს გადაუდებელი აუცილებლობა,  სრულიად აუტანელია რუსებისთვის.
ვინმეს შესაძლოა ეს მიზეზი წვრილმანად მოეჩვენოს, თუმცა არა რუსეთს, რომელიც მოწამლულია მეზობლებისადმი იმპერიული ზიზღით.



როგორც ჩანს ბაქო და სტამბოლი დათანხმდნენ ამ პირობაზე და ქართული მხარე არც კი დაპატიჟეს  მემორანდუმის ხელმოწერაზე.



ეს არც არის დაუჯერებელი. თქვენით იმსჯელეთ რა არჩევანის წინაშე დააყენა რუსეთმა აზერბაიჯანი და თურქეთი. ერთ მხარეზეა რუსეთის შემოერთება პროექტთან, რომელიც არის ძალიან მომგებიანი ფინანსურად  ყველა მხარისთვის.


რუსეთი, როგორც ბაქო-ყარსის მუდმივი, მსხვილი და სტაბილური კლიენტი - ამაზე უკეთესი რა უნდა ინატრო?


მეორე მხარეზეა უმნიშვნელო, სუსტი სახელმწიფო, რომელიც ვერაფრით დაიცავს თავის ინტერესებს გიგანტები გარიგებაში.


არჩევანი მარტივია - მიიღო რუსეთი როგორც პარტნიორი და  გაწიო გვერდზე საქართველო, ან გაუწიო ანგარიში თბილისს და დაკარგო რუსეთი.  როგორც ფიქრობთ, რომელია უფრო მისაღები ბაქოსთვისაც და სტამბოლისთვისაც? პასუხი, ალბათ ნათელია..


სუსტი - ყოველთვის იჩაგრება - ეს ბუნების კანონია.


თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ნახევრად სავსე ჭიქა ჯობია ნახევრად ცარიელს. საქართველოს ექნება ღრმაწყლოვანი პორტი  - ოღონდ არა დიდი და ანაკლიაში, არამედ,  შედარებით პატარა - და ფოთში. შეთანხმება უკვე მიღწეულია, ფული გამოყოფილია, ხარჯებიც ნაკლებია - პირველ ეტაპზე  - 93 მლნ. დოლარი 400-ის ნაცლად.


ბაქო-ყარსიც ამუშავდება - ლოჯისტიკური ცენტრით თუ მის გარეშე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს მაგისტრალი ამუშავდეს და იყოს მომგებიანი.


მეტი რა გითხრათ  და რითი გაგახაროთ?





ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი
access_time2019-12-06 20:30:49
ხშირად ამბობენ, რომ არმიას ისრაელის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.  „Start up nation” -  წიგნის დიდი ნაწილი დათმობილია ტექნოლოგიურ სიახლეებსა და გამოგონებებზე, ხოლო ყველა მათგანში აღწერილია, თუ როგორ აღმოჩნდნენ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდები სამხედრო წარსულით, ტექნოლოგიური ფრონტის წინა ხაზებზე და წლების განმავლობაში გამოიმუშავებდნენ უნიკალურ უნარებს. სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ  მიღებული გამოცდილების გამოყენებით ისნი ან...


მსგავსი სიახლეები

up