თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი: სააღდგომო მიგრაციის ქვეყანა

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი: სააღდგომო მიგრაციის ქვეყანა

access_time2019-05-03 20:00:27


აღდგომა საქართველოში არა მხოლოდ რელიგიური დღესასწაულია, არამედ დღე, როდესაც ქვეყანა აშკარად ხედავს მის წინაშე არსებულ ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას, რომელიც არასდროს ჩანს ასე ხილულად, ახალ წელსაც კი.


სწორედ აღდგომაზე ქალაქი ცარიელდება, მას დროებით, სულ რაღაც 2-3 დღით ტოვებენ რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსული შიდა მიგრანტები. თბილისი ამ დროს არის უჩვეულოდ ცარიელი, ხოლო დაუძლეველ პრობლემად ქცეული საგზაო საცობები გადაინაცვლებს ქალაქის ქუჩებიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე.


სწორედ ამ დღეებში ჩანს, რომ საქართველო ნელა-ნელა ხდება ერთი დიდი ქალაქის ქვეყანა, სადაც გარბის მთელი მოსახლეობა - რეგიონები და სოფლები კი განწირულია ნელი დაცარიელებისთვის.


დღეს საქართველოში  შიდა მიგრანტთა 3 კატეგორია არსებობს - პირველია - ისინი, ვისაც გაუმართლა, ვისაც აღმოაჩნდა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები. მათ მოახერხეს სრული ინტეგრირება ადგილობრივ საზოგადოებაში, ისინი ცხოვრობენ ქალაქური ცხოვრების წესით, მუშაობენ კერძო ბიზნესში და სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც ბევრი მათგანი აღწევს სერიოზულ წარმატებებს - ხშირად უფრო მეტს, ვიდრე განებივრებული ქალაქელები.


თუმცა, ასე ყველას არ გაუმართლა. არის კიდევ  კატეგორია, რომელიც საქართველოში ასრულების იგივე ფუნქციებს, რაც განვითარებულ ქვეყნებში აკისრია უცხოელ მიგრანტებს  - ისინი მუშაობენ მშენებლობაში, საწარმოებში, ძირითადად  არიან ხელოსნები,  მუშაობენ ავტოსერვისებში და სხვა ადგილებში, სადაც თითქმის ვერ ნახავთ ქალაქელებს.


და კიდევ არის მესამე, ყველაზე დაბალი კატეგორია - ბაზრის და ქუჩის მოვაჭრეები, რომელიც საქმიანობენ ყოველგვარი წინსვლის და ცვლილების გარეშე ათწლეულები.


ყველაფერი ეს ხდება რეგიონებში უკვე დამდგარი დემოგრაფიული კატასტროფის ფონზე - პატარა ქალაქებიდან  და მით უმეტეს სოფლებიდან გარბის ყველა, ვისაც აქვს ამის მინიმალური საშუალება  და ამ პროცესს ბოლო არ უჩანს.


თუმცა, შევხედოთ ამას სხვა კუთხით. დღევანდელი მსოფლიო ცალსახად და ერთმნეშვნოვლად არის დიდი ქალაქების სამყარო. ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ცხოვრობს ქალაქებში  და რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით ნაკლებია იქ სოფლის მოსახლეობა.


საქართველოში სოფლად  მოსახლეობის 42% ცხოვრობს, თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალურად, რეგისტრაციის მიხედვით. რეალურად კი მათი დიდი ნაწილი, ვინც დარეგისტრირებულია სოფელში, დიდი ხანია ყოველგვარი ფორმალური პროცედურების გარეშე ცხოვრობს თბილისში.


ის, რომ ამ სტატისტიკის ნდობა არ შეიძლება, ჩანს თუნდაც 1989 წლის მონაცემებთან შედარებით - მაშინ სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 48%.  გამოდის რომ 30 წლის, კატაკლიზმების  და მასობრივი შიდა თუ გარე მიგრაციის შედეგად ამ მაჩვენებელმა იკლო სულ რაღაც 6%-ით ,  რაც თავისთავად აბსურდია.



რეალურად, სავარაუდოდ, სოფლის მოსახლეობა საქართველოში არ აღემატება 30%-ს, თუმცა,  გასაკვირია, მაგრამ დღევანდელი საზომებით ეს არ არის ძალიან ცოტა, პირიქითაც.


მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორც ბელგია, ისრაელი, იაპონია, ჰოლანდია, შვედეთი, აშშ და ფინეთი, სოფლის მოსახლეობა შეადგენს 10-15%-ს, შედარებით მეტია ის მაჩვენებელი  საბერძნეთში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში - 20-25%.


საქართველოს მსგავსი მონაცემები აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორც, ირლანდია, პოლონეთი, პორტუგალია და ხორვატია (57-60%). თუმცა, ცნობილია ისიც, რომ, მაგალითად პოლონეთში, სოფლის მოსახლეობის მხოლოდ ნაწილია დაკავებული უშუალოდ აგრარულ დარგში, დანარჩენები კი მუშაობენ  მცირე და საშუალო ინდუსტრიაში.


სოფლის მოსახლეობა დრამატულად მცირდება  მეტ-ნაკლებად ძლიერ განვითარებად ქვეყნებშიც - მაგალითად, არგენტინაში - ის შეადგენს 10%-ს, ურუგვაიში - 5%,  ბრაზილიაში - 14%, ირანში - 25%, რუსეთში 27% და ა.შ.


პარალელურად განვითარებულ მსოფლიოში სწრაფად მცირდება სოფლის მეურნეობაში დაკავებულ ადამიანთა წილი დასაქმებულების  მთლიან რაოდენობაში - აშშ-ში ეს მაჩვენებელი შეადგენს 1%-ს, გერმანიაში 1,6%-ს, ბრიტანეთში - 2%-ს, დანიაში 3%, ნორვეგიაში 4%-ს, ჰოლანდიაში 5%, იტალიაში-5,6%, არგენტინაში - 10%,პოლონეთში  - 15%, სერბეთში - 20%.


 ამ მხრივ საქართველოს აქვს ძალიან ცუდი მაჩვენებელი - 50%, რაც უტოლდება აფრიკის, აზიის  და ლათინური ამერიკის უღარიბეს ქვეყნებს.


არაფერს ვამბობ სოფლის მეურნეობის ეფექტურობაზე - ამ მხრივაც საქართველო დგას ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყნების რიგში.


შესაბამისად, პრობლემა არის არა მხოლოდ თავისთავად სოფლად მცხოვრებელთა იმაზე დიდი რაოდენობა, ვიდრე შეუძლია მიწამ არჩინოს, არამედ შრომის საშინელი არაეფექტურობა.


განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში იმის გარდა, რომ აგრარულ სექტორში მუშაობს მოსახლეობის მცირე ნაწილი, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ადამიანები ძირითადად მიეკუთვნებიან ფერმერების პრივილეგირებულ კასტას  - ისინი ფლობენ უზარმაზარ მიწის ნაკვეთებს, იყენებენ სამუშაოში თანამედროვე ტექნოლოგიებს, და აქვთ ბევრად უფრო დიდი შემოსავალი, ვიდრე ქალაქელების უმრავლესობას.


ეს სურათი ძალიან განსხვავდება საქართველოსგან, სადაც სოფლებში ჯერ მე-19 საუკუნეა, სადაც ყვავის თითქმის ნატურალური მეურნეობა - მცირემიწიანია საკარმიდამო ნაკვეთები, შრომის წარმოუდგენლად დაბალი წარმადობა და როგორც შედეგი  - ქვეყანაში კვების პროდუქტების 70%-ის იმპორტი.


ეს იმ დროს,  როდესაც მეტ -ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებში უკვე ათწლეულებია, რაც არ არსებობს მცნება „გლეხი“, რომელიც დამახასიათებელი მხოლოდ უკიდურესად სუსტი ქვეყნებისთვის.


ამ გადასახედიდან ქართული სოფლების დაცლა არაა რაღაც განსაკუთრებული და შემაშფოთებელი - ეს გზა გაიარა ყველა განვითარებულმა ქვეყანამ.


საბოლოო ჯამში, ქართულ სოფელსაც ეს ელის  - ის დაცარიელდება რაღაც დონემდე, რომელიც იქნება ოპტიმალური სწორედ სოფლის და არა დღევანდელი ნატურალური, მეურნეობის განვითარებისთვის.


პრობლემა სულ სხვა რამეშია - პრობლემაა ისაა, რომ მთელი ეს ნაკადი მიდის ერთადერთ ქალაქში - თბილისში და სოფლიდან, თუ რეგიონებიდან ჩამოსულებს არ ხდებათ სამუშაო ადგილები.


ინდუსტრიულ ქვეყნებში შიდა მიგრაციას  ზურგს უმაგრებს  სწრაფი ეკონომიკური ზრდა,  საწარმოების დიდი რაოდენობა. საქართველოში კი მრეწველობა თითქმის არ არსებობს, ამას დაუმატეთ ის, რომ ჩამოსულთა დიდი ნაწილი არ ფლობს არც რაიმე პროფესიას, არც სასარგებლო უნარ-ჩვევებს - ასე  პრობლემას მთელი სიმწვავით დაინახავთ.


ქვეყანა ერთგვარ ჩიხშია - სოფლები იცლება იმიტომ, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია, ქალაქში ჩამოსულებს კი არა აქვთ ნორმალური სამუშაოს დაწყების არც შანსი და არც ცოდნა...


თენგიზ აბლოთია






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up