თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი: მითიური მილიონი ქართველი რუსეთში და კრემლის  პროპაგანდა

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი: მითიური მილიონი ქართველი რუსეთში და კრემლის პროპაგანდა

access_time2019-09-09 20:00:42


ზოგჯერ ჭორები და დეზინფორმაცია, რომელიც შეგნებულად ვრცელდება საზოგადოებაში, დროთა გამნავლობაში ხდება ადამიანებისთვის იმდენად ჩვეული, რომ მათ არავინ არ აყენებს ეჭვიის ქვეშ, მაშინაც კი, როდესაც სამქმე გვაქვს შეგნებულ ტყუილთან.


წლების მანძილზე ყველა მიეჩვია, რომ ეს ასეა და არავინ არც კი ცდილობს დეზინფორმაციის უარყოფას.


ერთ-ერთი ასეთი პოსტულატი, რომელიც გვესმის ათწლეულების მანძილზე და რომელიც არასდროს და არავის მიერ არ დაყენებულა ეჭვის ქვეშ - არის ქართველების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა რუსეთში.



ციფრები სახელდება განსხვავებული და რაც უფრო ახლოსაა მთქმელი პრორუსულ ბანაკთან, მით უფრო დიდია ის. მაქსიმალური რიცხვი, რომელიც გაჟღერებულა, არის 2 მლნ. ქართველი რუსეთში.



თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს შეადგენს 3,7 მლნ.-ს. რუსეთში მცხოვრები 2 მლნ. ქართველი არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. როგორც წესი, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი გაგრძელება - „როგორ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება - იქ ხომ 2 მლნ. ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, მათი შევიწროება რომ დაიწყოს - დავიღუპებით“.



თუმცა, ეს რიცხვი იმდენად ხელოვნურია და თითიდან გამოწოვილი და იმდენად ნაკლებად სარწმუნოა ფართო საზოგადოებისთვის, ტვინგაყინული რუსეთუმეების გარდა, რომ ბოლო წლებში ის თითქმის არ გამოიყენება პროპაგანდისტული ომში. ამიტომაც, დაგვდეს პატივი, და ეტაპობრივად შეამცირეს რუსეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობა 1მილიონამდე.



სწორედ ეს არის სადღეისოდ საყოველთაოდ აღიარებული მაჩვენებელი - 1 მლნ. ქართველი რუსეთში, რაც, რა თქმა უნდა, 2 მილიონზე ბევრად ნაკლებია, თუმცა, მაინც საკმაოდ ბევრია.



ამ ციფრის ირგვლივ თითქმის ჩამოყალიბდა კონსენსუსი და მას არავინ არ აყენებს ეჭვის ქვეშ - თუ 2 მლნ.-ზე კამათობდნენ მაინც, 1 მლნ.-ზე უკვე ყველა თანახმაა. მეტიც, სწორედ ამ ციფრს იყენებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები და მათი მოტივაცია გასაგებიცაა - ისინი ცდილობენ საკუთარი უბადრუკი პერსონების მნიშვნელობის გაზრდას რუსული ფაქტორის მნიშვნელობის ზრდით. ეს ჟღერს, როგორც „ჩვენ ვცდილობთ დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან, სადაც ცხოვრობს მილიონი ჩვენი თანამემამულე, თქვენ კი ხელს გვიშლით“.



თავისთავად, პოსტულატი მილიონ ქართველზე გულისხმობს იმასაც, რომ საქართველოში კვლავ დიდია მოთხოვნა ემიგრაციაზე რუსეთში და ჩვენ ყველანი აქა მოუთმენლად ველოდებით სავიზო რეჟიმის გაუქმებას - ეს რომ მოხდება, ნახევარი საქართველო მეორე დღეს გადაბარგდება რუსეთში.



რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ სავიზო რეჟიმიც კი ვერ აკავებს ათასობით ქართველს, რომლებიც ყველანაირი გზით ცდილობენ რუსეთში შეღწევას.




საუბრებმა ამაზე მიიღო იმდენად ჩვეული ხასიათი, რომ მათ არავინ არ აყენებს ეჭვის ქვეშ - კამათი მიდის მხოლოდ იმაზე, არის თუ არა მილიონი ემიგრანტი იმის საფუძველი, რომ ამის გამო საქართველო გადაიქცეს ქვეყნად, რომელიც ვერ აზროვნებს რუსეთში ღვინის და ვაშლის ექსპორტზე შორს.



თავად ეს რეალობა უკვე დიდი ხანია მიიღო ყველამ, დებატები ეხება მხოლოდ ამ რეალობის ინტერპრეტაციას.


თუმცა, ზოგჯერ, გააფთრებული პროპაგანდის მიუხედავად, სიმართლე მაინც გამოჟონავს და გვიჩვენებს - ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია.


რუსეთში გამოქვეყნდა 2019 წლის იანვარ-ივლისის მიგრაციის ოფიციალური სტატისტიკა - ციფრები ძალზე საინტერესო და საგულისხმოა.


მოკლედ, ამ დროისთვის მიგრანტების მთავარი წყარო რუსეთში არის შუა აზია, მთლიანობაში კი მიგრაციის 95% მოდის პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. ლიდერებს შორის არიან უზბეკეთი, ტაჯიკეთი, და ყირგიზეთი, ათეულში ასევე შედიან უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, გარდა ამისა - სერბეთი, ჩინეთი და თურქეთი.



ვეძებ ჩამონათვალში კიდევ ერთ ქვეყანას - ალბათ მიხვდით, რომელსაც. იმას, საიდანაც რუსეთში გადაიხვეწა 1 ან 2 მლნ. ადამიანი. თუმცა, ვერ ვპოულობ - ვერც 1 და ვერც 2 მილიონით. საქართველო არ შედის რუსეთში მიგრანტების რაოდენობის მიხედვით ლიდერთა ათეულში. მეტიც, საქართველო საერთოდ არ ფიგურირებს ოფიციალურ სტატისტიკაში. ნახსენებიც კი არაა.


საქართველო, როგორც რუსეთში მიგრანტების მნიშვნელოვანი წყარო - არის პროპაგანდა. ღია ტყუილი, რომელიც ყველამ დაიჯერა, იმის გამო, რომ ყველას ეზარება მისი უარყოფა.



საქართველოს მოქალაქეები არც თუ ისე ხშირად მოგზაურობდნენ რუსეთში 2000-ან წლებში, მაშინაც კი, როდესაც სავიზო რეჟიმი მოქმედებდა, თუმცა ვიზის მიღება ისეთივე ადვილი იყო, როგორც 1 კილო კარტოფილის ყიდვა.


ქართული მიგრაცია რუსეთში არის ღრმა 90-ანი წლები, როდესაც ქვეყნიდან მასობრივად გარბოდა რუსულენოვანი მოსახლეობა, ეროვნული უმცირესობები, და ტრადიციული მამა-პაპური ქართველები, რომლებისთვისაც მაშინ მოსკოვი კვლავაც იყო მენტალური დედაქალაქი - როგორ ფასეულობების სიახლოვის, ასევე ელემენტარული ინერციის გამო.



2000-ან წლებში ქართველებმა აღმოაჩინეს ევროპა, რის შემდეგაც რუსეთმა დაკარგვა მათთვის მიზიდულობა. დღეს ქართველები შტურმით იღებენ ლტოლვილთა ბანაკების პარიზში და ბერლინში და არა მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში.



მასობრივი ქართული მიგრაცია რუსეთში არის წარსული, რომელიც არ დაბრუნდება სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შემდეგაც კი, და ეს არის რეალობა, რომელიც არსებობს უკვე როგორც მინიმუმ 15 წელი.



ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში დღეს ცხოვრობს 200 000 ეთნიკური ქართველი მათი ძირითადი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა. დაუმატოთ ამას არალეგალ მიგრანტთა მცირე რაოდენობა, ასევე აქაური სომხები და აზერბაიჯანელები - და გამოვა დაახლოებით 400 000.



სხვათა შორის, წლების მანძილზე სწორედ 400 000 იყო ქართული მხარის მიერ გაჟღერებული ოფიციალური რიცხვი, თუმცა, ასე იყო მანამ, სანამ საქართველოში ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩათვალა, რომ 1 მლნ. მისთვის უფრო მომგებიანია.



ასევე გასათვალისწინებელია, რომ 90-ანი წლების დასაწყისში საქართველო დატოვა 300 000-ზე მეტმა რუსმა და მათი გათვალისწინებით, ოფიციალური მონაცემი მატულობს 700-800 ათასამდე. თუმცა, ეს არაა სწორი მიდგომა - რუსები დაბრუნდნენ რუსეთში, ამას კი ჰქვია არა „ემიგრაცია“, არამედ „რეპატრიაცია“, შესაბამისად, საქართველოდან წასული რუსები ვერაფრით ვერ ჩაითვლებიან „ქართველ მიგრანტებად“.



რუსული მიგრაციის მნიშვნელობის შემცირებაზე ასევე მეტყველებს ფულადი გზავნილების სტატისტიკა - ბოლო წლებში რუსეთის წილი დაეცა 60%-დაქნ 40%-მდე.



მოკლედ, ელემენტარული ოფიციალური მონაცემები - როგორც რუსული, ასევე ქართულიც, ნათლად და ცალსახად პასუხობს პროპაგანდისტულ ტყუილს და თბილისში ხელისუფლების მაღალ დერეფნებში რომ იჯდნენ სახელმწიფოებრივი ღირსების მქონე ადამიანები, ისინი უკვე დიდი ხნის წინ დაუსვამდნენ საბოლოო წერტილს საუბრებს რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე.



თუმცა, დღეს ქვეყანას მართავს გაბოროტებული მეწვრილმანე სოციოპატი, რომლისთვისაც წინაამორბედთან ბრძოლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე სახელმწიფოებრივი ინტერესები.



ამიტომაც, რუსეთში დღესაც ცხოვრობს მითიური მილიონი ქართველი.





„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

„ჩინეთიდან ვიზიტორების მოსაზიდად ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს“

„ჩინეთიდან ვიზიტორების მოსაზიდად ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს“
access_time2019-11-12 12:00:23
„იმ გარემოებაში, როდესაც საქართველოდან ჩინეთში ასე აშკარად იზრდება ღვინის ექსპორტი და მათგან დაინტერესებაც მზარდია, სრულიად რეალურია ტურიზმის განვითარებაც. თუმცა, იმ ბაზრებზე, სადაც არის პოტენციალი, რომ საქართველომ მოიზიდოს უფრო მეტი ვიზიტორი, მათ შორის ჩინეთიდან, ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს და უნდა იმუშაოს, რომ მოხდეს მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაცია“,- ასე შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა...


მსგავსი სიახლეები

up