თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი -  ჩვენ ვბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ - დღევანდელი ეკონომიკა მინუს რუსეთი - ანუ, 2012 წელში

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - ჩვენ ვბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ - დღევანდელი ეკონომიკა მინუს რუსეთი - ანუ, 2012 წელში

access_time2019-06-27 19:00:04

ქართული ოცნების“ წევრები ხშირად ლაპარაკობენ ეკონომიკურ რეფორმებზე, იმაზე რომ მათ შეძლეს კეთილდღეობის დონის გაზრდა და უმუშევრობის შემცირება საქართველოში.


ანუ, ისინი მიიჩნევენ, რომ განახორციელეს სისტემური ცვლილებები, რამაც მისცა ეკონომიკას წინსვლის საშუალება.


როგორაა საქმე სინამდვილეში? ჯერ ერთი, თავად ეს „კეთილდღეობის ზრდა“ და „უმუშევრობის შემცირება“ საკამათოა, გასარკვევია, არის თუ არა საერთოდ.


თუმცა, დაუშვათ, რომ მართლაც ასეა.


ბოლო დღეების მოვლენებმა აჩვენა, რომ “ქოცები“, როგორც ყოველთვის იტყუებიან.


დღეს საქართველოში რეალურად მოქმედებს იგივე სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა ნაციონალების დროს - იგივე დარგები, იგივე კომპანიები, იგივე წარმატებული სფეროები, იგივე სისუსტეები.


დაუკვირდით ლიდერი - კომპანიებს სახელებს - ზუსტად იგივეა, რაც 2012-ში. დაუკვირდით საექსპორტო საქონლის ჩამონათვალს - ზუსტად იგივეა, რაც 2012-ში - ფერო, მადნები, ავტომობილები, ღვინო და თხილი.



ერთი სიტყვით, ეკონომიკას არ შეემატა არც ერთი ახალი დარგი, არ შეემატა გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი.


კომპანიებიც კი იგივე დარჩა. მაშ, რა შეიცვალა?


არაფერი. 2012 წლის ეკონომიკურ სისტემას დაუმატეს რუსეთი - აი მთელი ამათი შედარებითი წარმატების საიდუმლო.


„ამხანაგებო! ექსპორტი იზრდება არნახული ტემპებით, ვაშა მეგობრებო!“ - უხარიათ მმართველ გუნდში, თუმცა, ექსპორტი იზრდება მხოლოდ რუსეთის ხარჯზე. 2012 პლიუს რუსეთი.


„ძვირფასი თანამემამულენო! ტურისტული შემოსავლები არნახულად იზრდება, ვაშა ამხანაგებო“ - ზეიმობენ „ქოცები“ და მათ არ ანაღვლებს, რომ ზრდა ისევ და ისევ რუსების ხარჯზეა.


არის აზრი, რომ საქართველოს ეკონომიკის დანაშაულებრივი მიბმა რუსეთთან არის პუტინის და ბიძინას ერთობლივი გეგმა.


მე ამის არ მჯერა. პუტინის - შესაძლებელია, ბიძინასი - არა. ყველაფერი უფრო მარტივია - დახარბდნენ. დაინახეს დიდი და იოლი ფული და დაკარგეს გონება.


საქართველოს სიმბოლო არაა დავით აღმაშენებელი, როგორც ბევრს სურს წარმოაჩინოს. საქართველოს ჭეშმარიტი სიმბოლო არის კიკუ - „ნახე ბაბა, ფული, ბევრი ფული“...


ჩვენ ვბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ - დღევანდელი ეკონომიკა მინუს რუსეთი - ანუ, 2012 წელში.



7 წელი ჩაიყარა წყალში.






მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება
access_time2019-10-17 13:39:16
საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტიურად აღარ...

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები

ირაკლი ლექვინაძე - შრომის უსაფრთხოების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე ბიზნესის შენიშვნები გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც რჩება სადისკუსიო საკითხები
access_time2019-10-17 12:35:41
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს. ახალი ტექნიკური რეგლამენტი მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს...

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი

სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს-მინისტრის კომენტარი
access_time2019-10-17 12:38:38
სააქციო საზოგადოება „თელასის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. „თელასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიით მოვისმინე. რაიმე სახის წინადადებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს, ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ. როგორც ცნობილია, დღეს „ფორმულამ“ გაავრცელა  ინფორმაცია, რომ სააქციო საზოგადოება „თელასი“ შესაძლოა გაიყიდოს. კერძოდ,...


მსგავსი სიახლეები

up