თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი: არავითარი „რუსული წარმოების ავტომობილი“ ბუნებაში არ არსებობს

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი: არავითარი „რუსული წარმოების ავტომობილი“ ბუნებაში არ არსებობს

access_time2019-10-04 19:00:50



ბოლო დღებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოში იწყება რუსული მიკროავტობუსების - Газель некст-ის აწყობა.


მართალია, ჯერ არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არაა და ჩვენი ხელისუფლების მოქმედების ტემპებიდან გამომდინარე, კიდევ დიდხანს არ იქნება მიღებული. მაგრამ თავად კალაძეც არ უარყოფს, რომ შესაბამისი მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან მართლაც მიმდინარეობს.


რისი თქმა შეიძლება ამასთან დაკავშირებით - მართლაც რომ დაიწყოს რუსული მიკროავტობუსების აწყობა საქართველოში - კარგია ეს თუ ცუდი?


იდეაში ცუდი არაა - არც ერთი ქარხანა და არც ერთი საწარმო არ შეიძლება იყოს ცუდი და ზედმეტი ქვეყანაში, რომლის სიმბოლოც არის ელიავას ბაზრობა და ქუჩის ვაჭრუკანები. არა აქვს მნიშვნელობა - იქნება ეს რუსული თუ მონღოლური წარმოება.


არანაირ პოლიტიკურ რისკებს ეს არ შეიცავს - ავტოქარხანა არ არის სტრატეგიული - ანუ, ზოგად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე და შეუცვლელი ობიექტი. ბიზნესია და მეტი არაფერი. ააშენონ, რა პრობლემაა?




თუმცა, ეჭვებს იწვევს სხვა საკითხი - საქმე იმაშია, რომ არავითარი „რუსული წარმოების ავტომობილი“ - ბუნებაში არ არსებობს. Газель некст - თითქმის 100% შეგდება იმპორტული დეტალებისგან. ის ისეთივე რუსულია, როგორი ქართულიც არის აქაური ჯავშანტექნიკა, რომელშიც ყველაფერი - კორპუსის გარდა - ძრავიდან ბოლო ჭანჭიკამდე - იმპორტულია.



საერთოდაც, დაივიწყეთ მცნება „რუსული წარმოება“ - არავითარი „რუსული წარმოება“ არ არსებობს. რუსეთში ბევრია ქარხანა, რომელიც უშვებს ფორმალურად რუსულ პროდუქციას, თუმცა ის რუსულია მხოლოდ ქაღალდზე - სინამდვილეში ის არის შეფარული იმპორტი, რადგანაც რუსეთი არ ფლობს რაიმე სერიოზული პროდუქციის გამოშვებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს - შეიარაღების და კოსმოსური მრეწველობის გარდა, რომელიც მას შემორჩა საბჭოთა პერიოდიდან.



რუსეთი ისეთივე მომხმარებელი ქვეყანაა, როგორც საქართველო, ოღონდ დიდი ბაზრით, ამიტომაც იქ მეტია უცხოური ბრენდების ქარხნები, სულ ესაა.


როგორც წარმოგიდგენიათ გაზ-ის ქარხანა თბილისში? ამერიკა, ჩინეთი და ევროპა აგზავნიან მოსკოვში ნაწილებს, მოსკოვიდან კი - თბილისში? რისთვის? რა აზრი აქვს ამას?



ე.წ. „რუსული წარმოება“ - არის მესამე სამყარო. „რუსული წარმოების“ გადატანა საქართველოში - არის მეოთხე სამყარო. საკუთარი გონებაჩლუნგობის აღიარება. ისეთივე, როგორც გოიმური რუსული ესტრადის მოსმენა. კოლონიალური სინდრომი.


სულ ესაა, რისი თქმაც შეიძლება ქოცების ახალ ინიციატივაზე





ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up