თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - ვვარაუდობ, რომ ეს ინციდენტი უპასუხოდ არ ჩაივლის -  ველოდები რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ შეზღუდვებს

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - ვვარაუდობ, რომ ეს ინციდენტი უპასუხოდ არ ჩაივლის - ველოდები რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ შეზღუდვებს

access_time2019-06-20 15:00:22


“არ გამოვრიცხავ კი არა, ველოდები რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ შეზღუდვებს, — ასე გამოეხმაურა  “კომერსანტის კორესპონდენტი თენგიზ აბლოთია სოციალურ ქსელში დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში  რუსი დეპუტატების  ვიზიტს და  რუსული კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის  მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნის დაკავებას.


პოსტს უცვლელად გთავაზობთ:



ეხლა სერიოზულად ვილაპარაკოთ.


ვვარაუდობ, რომ ეს ინციდენტი უპასუხოდ არ ჩაივლის.



იმიტომ კი არ უშვებდა დმიტრი კისილიოვის “ვესტი“ საქებარ სიუჟეტებს რუს ტურისტებზე საქართველოში, რომ მართლა ჩვენი კეთილდღეობა ადარდებდა.


ეს იყო თავისებური სიგნალი - კარგად მოიქეცით, თორემ ვიცით სად და როდის დაგარტყათ.


ჩემი აზრით, სწორედ ამით აიხსნება ქოცების გულგრილი დამოკიდებულება რუსული იმპერიალიზმის გამოვლინენებზე - ტურისტულ და საექსპორტო შემოსავლებს ეხება საქმე.


ქოცებისთვის ეს ძალიან დიდი თემაა იმისთვის, რომ საქმე გაიფუჭონ ვინცხა გავრილოვის გამო.


თუმცა, სიტუაია სხვაგვარად განვითარდა და არ გამოვრიცხავ კი არა, ველოდები რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ შეზღუდვებს.


უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გველოდება, და ვიყოთ ამისთვის მზად, რომ არ აღმოჩნდეს უსიამოვნო სიურპრიზი.


თუმცა, მოსახდენი თუ მოხდება - საბოლოო ჯამში კარგია. გაგვიჭირდება ძალიან, ლარი აფრინდება ცაში, მაგრამ საბოლო ჯამში უნდა გადავიტანოთ.


ეს ანტიბუნებრბივი ურთიერთობები რაც ეხლა ჩვენს შორისაა - ერთხელაც დამთავრება, და ჯობია ეს მოხდვეს დღეს, ვიდრე ხვალ.






სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა
access_time2019-08-16 19:30:37
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების მიერ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანების ექსპლუატაციის პროცესში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებზე მიუთითებს. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო...


მსგავსი სიახლეები

up