ტენერიფეზე კორონავირუსის გამო ერთ-ერთ სასტუმროში 1000 ადამიანია იზოლირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასტუმროში მყოფ ერთ-ერთ ტურისტს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. საუბარია 60 წლის იტალიელ ექიმზე. ის სასტუმროში მეუღლესთან ერთად ისვენებდა. ახლა ექიმი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ესპანური მედია წერს, ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ესპანეთში კორონავირუსი დაფიქსირდა.
1tv.ge