ტენდერით შესასყიდი 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხი საპატიო ყარაულისთვისაა განკუთვნილი

ტენდერით შესასყიდი 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხი საპატიო ყარაულისთვისაა განკუთვნილი

access_time2020-05-12 21:54:02

ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული შესასყიდი 80 (ოთხმოცი) კომპლექტი ჩოხა-ახალუხი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულისთვისაა განკუთვნილი, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩოხა-ახალუხი, რომელიც ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულს აცვია, 7 წელზე მეტია არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარების ვადა 5 წელია. შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ამ თემით სპეკულირება არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

 

„მოგეხსენებათ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებობს დანაყოფები, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციალური ფორმა, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. ერთ-ერთ ასეთ დანაყოფს წარმოადგენს ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული, რომლის ფუნქციებშიც შედის, უმაღლესი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების დახვედრა-გაცილებისას და სხვადასხვა სახის დღესასწაულზე, საზეიმო და სამხედრო ცერემონიალების ჩატარება, საზოგადო მოღვაწეების და მაღალი რანგის სახელმწიფო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონიალით უზრუნველყოფა და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე საპატიო განაწესის შესრულება და გვირგვინით შემკობის ცერემონიალის უზრუნველყოფა.


 

რაც შეეხება ტენდერის ვადებს, აღნიშნული შესყიდვა დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ გასულ წელს. 2019 წლის 28 ოქტომბერს გამოცხადდა ტენდერი, თუმცა მონაწილე პრეტენდენტებმა ვერ შეძლეს სატენდერო მოთხოვნების დაკმაყოფილება. საპატიო ყარაულის საჭიროებიდან გამომდინარე, საქონლის შესყიდვის პროცედურები გაგრძელდა 2020 წელს, რაზედაც გამოცხადდა განმეორებითი ტენდერი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 


თეგები:
ტენდერები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up