ტენდერი, რომლითაც გამარჯვებულს ღამის ეკონომიკის სტრატეგია უნდა დაეწერა, ჩავარდა

ტენდერი, რომლითაც გამარჯვებულს ღამის ეკონომიკის სტრატეგია უნდა დაეწერა, ჩავარდა

access_time2019-02-11 18:51:54

ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავების სახელმწიფო შესყიდვა ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

 

როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა ტენდერი 2018 წელის ბოლოს იყო გამოცხადებული, თუმცა, არ შედგა.

 

მისი განმარტებით, ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავების მიზნით  გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მერიის მოთხოვნები ვერცერთმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა.


 

"გვინდოდა, რომ საერთაშორისო ჩართულობა ყოფილიყო ამ პროექტში, რათა გაგვეზიარებინა ის გამოცდილება, რომლებიც სხვა ქალაქებს აქვთ ამ კუთხით. ბიზნესთან ამ შემთხვევაშიც გვქონდა კომუნიკაცია და სულ მალე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ სტრატეგიასა და კვლევაზე. ამის პარალელურად გუნდი მუშაობს მერიაში ამ პროექტზე. გასულ წელს ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი ღამის ეკონომიკის მიმართულებით და დამყარდა ბევრი კონტაქტი. ვაპირებთ ამ ფესტივალის გაგრძელებას, ამასთან 2019 წელს ვაპირებთ ქუჩის მუსიკოსების ფესტივალის ჩატარებას, რომელიც შარშანაც ჩატარდა, მაგრამ გვინდა, რომ უფრო საერთაშორისო ფორმატი მივცეთ”, - აცხადებს ანდრია ბასილაია.

 

ღამის ეკონომიკის განვითარება თბილისის მერის კახა კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. თბილისის მერის თქმით, ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება. ამ პროცესში კი, მისი თქმით, ჩართულია სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა.






სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up