„ტენდერებში მონაწილეობას აზრი აღარ აქვს, სახელმწიფოს შარშანდელი ფასები აქვს დაფიქსირებული“

„ტენდერებში მონაწილეობას აზრი აღარ აქვს, სახელმწიფოს შარშანდელი ფასები აქვს დაფიქსირებული“

access_time2020-11-06 17:30:14

„ტენდერებში მონაწილეობას აზრი აღარ აქვს, სახელმწიფოს შარშანდელი ფასები აქვს დაფიქსირებული“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „კლინტექ“-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ლადო ჭელიძემ განუცხადა. პროფესიონალური სარეცხი და პერსონალის ჰიგიენის საშუალებების უმსხვილეს მწარმობელ - დისტრიბუტორ კომპანიაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო ტენდერებში, სადაც მათი თქმით, მოგების დაბალი მარჟაა, „კლინტექ“-ი არ მონაწილეობს, რადგან ლარის რეკორდულად გაუფასურების ფონზე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება კომპანიისთვის წამგებიანია.

 

„ზოგადად ჩვენი კომპანია B2B მიმართულებით ვმუშაობთ, ვემსახურებით სასტუმროებს, რესტორნებს, მოლებს, ტენდერებში ვიღებთ მონაწილეობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ტენდერებში, უწყებებს შარშანდელი ფასები აქვთ დაფიქსირებული. ფაქტობრივად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას ვეღარ ვღებულობთ, რადგან შარშანდელთან შედარებით ლარი დაახლოებით 18 % არის გაუფასურებული. სახელმწიფო ტენდერებში მოგების ისედაც დაბალი მარჟაა, აქედან გამომდინარე, კომპანია ზარალზე გავა. 2020 წელს ისე გამოვიდა, რომ ჩვენი კომპანია სახელმწიფო ტენდერებში ვეღარ ვმონაწილეობთ, თუ არ ჩავთვლით იმ გამონაკლისებს, სადაც ადგილბრივი წარმოების პროდუქციით შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა ლადო ჭელიძემ.

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც „კლინტექ“-ის დამფუძნებელი და გენერალურმა დირექტორი ლადო ჭელიძე ამახვილებს ყურადღებას კორონავირუსით დაზარალებული სტუმართ-მასპინძლობის სექტორია, რომელსაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო დისტრიბუტორების დავალიანება დაუგროვდა.


 

„ჰორეკას კუთხით ბრუნვა 80% გაჩერდა, რაღაც რაოდენობით დავალიანება დარჩათ, მაგრამ ვეცადეთ, რომ თანხა მაქსიმალურად ამოგვეღო. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სეტქორს დავალიანება ჰქონდათ თებერვალ- მარტში, როცა ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,9 ლარი იყო, თანხა კი ახლახანს ჩაგვირცხეს, როცა ეროვნული ვალუტის კურსი 3,2 - ლარია. როდესაც დიდ თანხას ეხება საქმე კომპანიისთვის უკვე ესეც ზარალია. „კლინტექ“-ის ბრუნვასთან შედარებით, კლიენტებს ჩვენ შემთხვევაში დიდი დავალიანებები არასდროს  ჰქონიათ, ეს თანხა დაახლოებით 150 000 ლარია“, - აცხადებს ლადო ჭელიძე.

 


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up