თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს

თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს

access_time2019-10-01 23:02:49

თემურ მურღულიამ, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებდა  უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მურღულიას თქმით, მის ფუნქციას მეცნიერი ალეკო თევზაძე შეასრულებს.

მის პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:

 

პირველი ოქტომბერი კარგი დღეა პარადიგმის ცვლილებისთვის. 2012-ში, ამ დღის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა საშუალება ცხოვრება პრაქტიკულად თავიდან დაეწყო. ვინ გამოიყენა და ვინ არა, ეს რთული, მაგრამ მაინც მეორე საკითხია. 2019-ის პირველი ოქტომბერი პირადად ჩემთვის ასევე მნიშვნელოვან დღედ დარჩება - პარადიგმის კიდევ ერთ ცვლილებად. ვფიქრობ, რომ ძველ ფორმატში ნაკლებად დარჩა ჩემთვის საინტერესო მიზნები და ამოცანები, ამიტომ გადავწყვიტე ახალი ფორმატის შექმნა, სადაც:

 

1. მექნება საშუალება მეტი ყურადღება დავუთმო ჩემს ოჯახს, რომლისთვისაც თანაბრად არ მეცალა არც ოპოზიციაში და არც საჯარო სამსახურში ყოფნისას;

 

2. გავაგრძელებ ჩემი ოცნების პროექტს, ახალ დისციპლინას, რომელსაც ინგლისურად Develometrics ჰქვია. მისი მთავარი ამოცანაა ნებისმიერი სირთულის სისტემების განვითარების ხარისხის შეფასება. ქართული რეალობისთვის ეს ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია - პროცესის და პროგრესის მნიშვნელობათა აღრევა, რომელიც 2004 წლის მერე დაიწყო, ბოლომდე ჯერაც ვერ გამოსწორდა და როცა წასულ პრემიერ-მინისტრს გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყანას განვითარების ჩარჩო დაუტოვა, აშკარაა რომ ამ კუთხით სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია;

 


3. ვიმუშავებ საუკეთესო მმართველობის იმ საკითხებზე, რომლებიც ყურადღების მიღმა დამრჩა საჯარო სამსახურში ყოფნისას. არაერთხელ მითქვამს, რომ კარგი ხელისუფლება მხოლოდ აქტიურ საზოგადოებას ჰყავს - მთავარია მას ესმოდეს ხელისუფლებასთან ეფექტური კომუნიკაციის გზები და ყველაფერი მხოლოდ უკმაყოფილების დემონსტირებით არ შემოიფარგლებოდეს;

 

4. ვაპირებ ყურადღება დავუთმო ჩემთვის ძალიან მნიშნელოვან პრობლემას - სახელმწიფო მოხელეთა უსაფუძვლო ბულინგს და დისკრედიტაციას. სწორედ 2012-ის შემდეგ იმ ძალებმა, რომლებიც არასოდეს დაინტერესებულან საზოგადოების აზრით, დაიწყეს ახალი სახელმწიფო მოხელეების დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია. იმ ფონზე, როცა ვისაც ამაზე პასუხი უნდა გაეცა, ეს ან არ, ან ვერ გააკეთა, ჩვენ მივიღეთ საზოგადოების ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მნიშვმნელოვანი წვლილი მიუძღის საჯარო სამსახურის წარმატებებში.

 

ძალიან გამიხარდა, რომ ახალმა პრემიერმა საკვანძოთა შორის ეს პრობლემაც დაასახელა და იმედი გამიჩნდა, რომ ცვლილებებიც იქნება. მაგრამ, რადგან თავად სახელმწიფო მოხელეებს გარკვეული შეზღუდვები არ აძლევს საშუალებას სათანადო პასუხი გასცენ ყველა ინსინუაციას, აუცილებელია ამის ალტერნატიული ფორმის მოძიება;

 

+1. ვგეგმავ, საბოლოო წარმატებამდე მივიყვანო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო დავა, რომელზეც ცალკე და დეტალურად ვისაუბრებ.

 

ამასთან არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებაში არ ვგეგმავ, არ ვაპირებ და არც არასდროს განვიხილავ იმ ძალებთან არა თუ თანამშრომლობას, არამედ რაიმე ფორმით თანაკვეთას, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ წარმატებით გააპანღურა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარკვეულ უბნებზე მაინც შემოჟონეს.

 

აქვე მინდა იმ ადამიანებს, ვინც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობის შესახებ მეკითხებოდა, ვუთხრა - მიმდინარე წლის 27 ივლისს მივმართე განათლების მინისტრს, რომ მომხდარიყო აკადემიური რექტორის კანდიდატურაზე ჩამოყალიბება.

 

მას შემდეგ, რაც ეს პროცესი წარმატებით დასრულდა და გადაწყდა, რომ ამ ფუნქციას ნამდვილად კარგი მეცნიერი, ალეკო თევზაძე შეასრულებს, სექტემბერში კიდევ ერთხელ მივმართე 1 ოქტომბრიდან გადადგომის შესახებ. ჩემს მიერ გაწეული სამუშაოები ანგარიშის ფორმით, ამ განცხადებებშია და დაინტერესებული პირი უპრობლემოდ მოიძიებს. შესაბამისად, ეს დღეც დადგა და მასთან ერთად პარადიგმის ცვლილების დროც-წერს მურღულია სოციალურ ქსელში.





The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება

The Wall Street Journal: ნავთობი სწრაფად ძვირდება
access_time2021-03-08 20:30:41
OPEC+-მა ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ალიანსის ქვეყნები მოპოვების მაჩვენებელს უცვლელად დატოვებენ. გამონაკლისის სახით, რუსეთს და ყაზახეთს ჯამური მოპოვების დღე-ღამეში 150 000 ბარელით გაზრდის უფლება მიეცა.შესაბამისად, პადნემიამდელ პერიოდთან შედარებით მოპოვების შემცირდება 6,9 მლნ. ბარელი იქნება, მაშინ, როდესაც აპრილში ეს მაჩვენებელ 9 მლნ.-ს...

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება

Focus: ევროკავშირის ერთიანობა ვაქცინაციას ეწირება
access_time2021-03-08 19:00:31
ევროკავშირის ერთიანი ვაქცინაციის ფრონტი, არასაიმედოობის გამო, იშლება - სულ უფრო ხშირად სხვადასხვა ქვეყნები ინიციატივას საკუთარ თავზე იღებენ. ეს არა მხოლოდ ვაქცინაციის პრობლემებთან, არამედ ევროკავშირში ძალის ახალი ცენტრების გამოჩენასთანაცაა დაკავშირებული.კერძოდ, ავსტრია და დანია ისრაელთან ე.წ.  სავაქცინო ალიანსის შექმნას გეგმავენ. ევროკავშირის რეაქცია ამ დემარშზე მოზომილი იყო - ევროკომისიის წარმომადგენლის ერიკ მამერის თქმით, „ევროკავშირის...

"კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში შეიძლება რესტორნებს რამე ეშველოს" - გურამ ბაღდოშვილი

access_time2021-03-08 14:30:54
სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორნების შიდა სივრცეებში მუშაობის დღეიდან განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შიდა სივრცეებისთვის გამკაცრებული რეგულაციები ისეთია, რომ შესაძლოა რესტორნების ნაწილი არც გაიხსნას.   „ზოგიერთ რესტორანს შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, აქედან გამომდინარე მგონია გახსნა არ უღირს. წარმოიდგინეთ, თუ 50 კვადრატული მეტრის ფართი გაქვს, სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეგიძლია,“ - აცხადებს...

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს

ეკვადორი, სომხეთი, კენია - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ ყვავილებს
access_time2021-03-08 16:00:00
საქართველოდან ცოცხალი ყვავილების ექსპორტი გაიზარდა, ქვეყანაში იმპორტი კი შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან 39 870 აშშ დოლარის ცოცხალი ყვავილები გავიდა, ხოლო 2019 წელს - 28 830 აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2019 წელს საქართველომ 2,531 მლნ დოლარის ყვავილები შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 1,518 მლნ აშშ დოლარის. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ ცოცხალ...

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!
access_time2021-03-08 12:28:25
საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება...


მსგავსი სიახლეები

up