თემურ მიქელაძე კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს იძლევა

თემურ მიქელაძე კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციებს იძლევა

access_time2020-02-27 14:00:54

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.საზოგადოებას პედიატრი თემურ მიქელაძე „კომერსანტის“ საშუალებით კორონავირუსისგან დასაცავად რეკომენდაციას აძლევს.

 

„პირველი არ აყვეთ პანიკას. ერთ პაციენტთან დადასტურებული ვირუსი და ისიც მსუბუქი ფორმაში არ იძლევა გავრცელების მაღალი რისკის საშუალებას. მსოფლიო მასტაბით 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გვაქვს ერთეული შემთხვევა და ისიც იოლ ფორმებში.  80%-ის შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს საშუალო ან მსუბუქი ფორმებით, რომელიც პრაქტიკულად არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მთავარი რჩევაა, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენური ნორმები. ხელების ხშირი დაბანა, ოთახის სველი წესით დალაგება და განიავება.


გირჩევთ დროებით შეიკავოთ თავი საზოგადოების თავშეყრის ადგილებისგან, მათ შორის ბავშვთა გასართობი ცენტრებისგან, რადგან ახლა ვირუსების პერიოდია. პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.



არ არის აუცილებელი საკვები და მალეფუჭებადი პრდუქტების მომარაგება, რომელიც ზოგ შემთხვევაში თავად შეიძლება იყოს კვებითი ინტოკსიკაციისა და ნაწლავების ინფექციის   წყარო.“-ამბობს თემურ მიქელაძე.


პედიატრი სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის შედეგად გარდაცვლილი პაციენტების მდგომარეობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ვირუსის შედეგად დაღუპული პაციენტები იყვნენ სხვადასხვა დაავადების მატარებლები. მისი რჩევაა  ასაკოვანი და ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტები მეტად გაუფრთხილდნენ თავს.  მიქელაძის თქმით,  გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ყველა ვირუსი, მათ შორის კორონაც გადაივლის.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.


ნათია ლომიძე 




პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up