თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა

თემურ ჭყონიამ პურ–ფუნთუშეულის ახალ საწარმოში ჟურნალისტებს უმასპინძლა

access_time2021-06-22 16:20:32

„მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მედიის წარმომადგენლებს 26 მლნ ლარის ინვესტიციით აშენებული პურ–ფუნთუშეულის თანამედროვე საწარმო „ბრედფილდი“ დაათვალიერებინა და პურის ცხობის მთელი ციკლი გააცნო.


საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ–ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ ოფიციალურად მალე გაიხსნება და როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.


„იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ პურის მოხმარების კულტურის განვითარებას საქართველოში, ვნერგავთ მაღალ სტანდარტებს – პურის ცხობის სრულყოფით ვქმნით მაღალი ხარისხის, გემრიელ პროდუქტს უფრო მეტი ადამიანისთვის“, – განაცხადეს საწარმოში.


თემურ ჭყონიამ ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ საწარმოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


„ბრედფილდის“ ინვესტიციის მოცულობა 26 მლნ ლარს შეადგენს და მასში დასაწყისისთვის 30, ხოლო წარმოების გაფართოების შემდეგ 100 ადამიანი დასაქმდება. ამასთან, თუკი აქამდე „მაკდონალდს საქართველო“ ევროპიდან ფუნთუშების იმპორტისთვის თანხას გამოყოფდა, ახლა ეს თანხა ადგილობრივ ბაზარზე დარჩება. საწარმო ერთგვარი რეგიონული ჰაბიც გახდება „მაკდონალდსის“ ქსელის რესტორნებისთვის – 2022 წლიდან „ბრედფილდში“ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა“, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.



მისივე თქმით, „გარდა იმისა, რომ „ბრედფილდი“ საკუთარი პროდცქუიით ქსელის 18 ადგილობრივ რესტორანს მოამარაგებს, „მაკდონალდსის“ მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებთ ის ფაქტი, რომ ლეგენდარული ბურგერის პურების შეძენა მალე საცალო ქსელურ მარკეტებშიც იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ გემრიელი, ნამდვილი ბურგერების მომზადება და ნაცნობი გემოს მიღება მათ უკვე სახლშიც შეეძლებათ“.


საწარმოს ინტერიერი ამტკიცებს, რომ „ბრედფილდისთვის“ ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა უაღრესად მნიშვნელოვანია. საწარმოს ტექნოლოგები პურის ცხობას მეცნიერებას უწოდებენ და ამბობენ, რომ სიახლეებისთვის მუდმივად მზად არიან.


სწორედ ამ პროფესიონალიზმისა და ცოდნის გაზიარების სურვილი აქვთ კომპანიაში. მედია ტურზე საწარმოს საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნაზეც ისაუბრეს, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამითა და სტაჟირებით, შესაბამისი სპეციალობის მქონე სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლება შეეძლებათ.


გარდა ამისა, კომპანია ადგილობრივი ფერმერების გადამზადებას, მათ ხელშეწყობასა და მცირე ბიზნესების მხარდაჭერასაც გეგმავს.


„ბრენდფილდში“ ბევრი მიმართულებით გეგმავენ სიახლეებს, რაც ერთ მიზანს ემსახურება – საერთაშორისო სტანდარტების საწარმომ დანერგოს სტანდარტი პურ–ფუნთუშეულის სექტორში და ხელი შეუწყოს პურის კულტურის განვითარებას საქართველოში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up