თემურ ჭყონია „ზედაზენის“ ახალ პროდუქტზე: „მე ასეთი სასმელი არ გამიგია“

თემურ ჭყონია „ზედაზენის“ ახალ პროდუქტზე: „მე ასეთი სასმელი არ გამიგია“

person access_time2016-05-06 14:30:10

გაზიანი სასმელების ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. Royal Crown Cola–ს იგივე RC Cola–ს ჩამოსხმა „ზედაზენმა“ დაიწყო. 

 

„ზედაზენის" დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი „კომერსანტთან" ამბობს, რომ კომპანიის სტრატეგიაა, სასმელმა სერიოზული ადგილი დაიმკვიდროს ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზეც იყოს წარმოდგენილი. ჩოჩელის ინფორმაციით, Royal Crown Cola–ს ექსპორტზე გასატანად მოლაპარაკებები მიდის ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. ივნისიდან პირველი პარტია გაიგზავნება 5 ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და მოლდოვაში.

 

RC Cola 250 და 500 გრამიან, ასევე 1.5 და 2 ლიტრიან ბოთლებში იქნება ჩამოსხმული. როგორც ჩოჩელი ამბობს, სასმელი ბაზარზე მომხმარებლისთვის მისაღები ფასით გაიყიდება, თუმცა ფასს ბიზნესმენი არ აკონკრეტებს.

 

„აზროვნების ინდივიდუალობა, უცვლელი გემო და თავისუფლება - სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს RC Cola-ს სხვა გამაგრილებელი სასმელებისგან" - აცხადებენ "ზედაზენში".


კითხვაზე, ვინ იქნება RC cola-ს  კონკურენტი და რა უპირატესობა ექნება ბაზარზე არსებულ სხვა სასმელებთან შედარებით, ჩოჩელი ამბობს, რომ კონკურენტებთან „მეგობრულად ითანამშრომლებს“.

 

იქნება თუ არა ახალი სასმელი კონკურენტუნარიანი ბაზარზე, სადაც უკვე დამკვიდრებული პოზიციები აქვთ „კოკა–კოლას“ და „პეპსის?“  „კომერსანტმა“ ორივე კონკურენტის პოზიციები მოისმინა.

 


„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პრეზიდენტ თემურ ჭყონიასთვის უცნობია რა სასმელია RC Cola და საერთოდ რა შემადგენლობისაა. რაც შეეხება კონკურენციას, ბიზნესმენი ამბობს, რომ „ზედაზენმა" ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს,რომ „კოკა-კოლას" კონკურენტი გახდეს.

 

„მე ეგეთი სასმელი არ გამიგია, როგორ შეიძლება „კოკა-კოლას" გაუწიოს რაღაც გაურკვეველი წარმოშობის სასმელმა კონკურენცია.  RC cola-ს შემადგენლობა უცნობია"-აცხადებს ჭყონია.


რაც შეეხება ფასებს, ჭყონიას თქმით, მისთვის არ არის ცნობილი რა სეგმენტის დაკავებას აპირებს ‘ზედაზენი", თუმცა, ჭყონიას ცნობით, ზოგადად, ბიზნესმენის მხრიდან იაფიან სეგმენტში შესვლა არასწორია. „მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ იაფი არასდროს არ არის კარგი. როდესაც ბიზენსმენი იაფიან სეგმენტს ეძებს, ეს ბიზნეს უწესობაა. არ შეიძლება ბიზნესმენმა  დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი გამოიყენოს  და მას უხარისხო პროდუქტი მიჰყიდოს"-აცხადებს ჭყონია.


ბაზარზე Royal Crown Cola-ს შემოსვლას აფასებენ „პეპსის" მწარმოებელ კომპანია „იბერია რეფრეშმენთსშიც". კომპანიის გაყიდვების დირექტორი ლევან კასრაძე ამბობს, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია კარგია, თუმცა ნებისმიერი ახალი მოთამაშე მათთვის კონკურენტია და დრო აჩვენებს რამდენად შეძლებს ახალი ბრენდი ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას.


კასრაძის თქმით, RC cola ამ სფეროში მყოფი ადამიანებისთვის ცნობილია და „პეპსი" გაცილებით დიდი ბრენდია საერთაშორისო ბაზარზე, ვიდრე RC Cola. თუმცა, მას ბაზარზე თავისი ადგილი აქვს.


რაც შეეხება საფასო პოლიტიკის გადახედვას, კასრაძის განცხადებით, გაზირებული სასმელების ბაზარზე ფასები არ არის ერთ დონეზე და ყველა კომპანიას განსხვავებული აქვს. ახალი სასმელი რომელ საფასო პოლიტიკაში შევა, მისთვის უცნობია, თუმცა კასრაძის თქმით, რა საფასო სეგმენტშიც არ უნდა იყოს, „პეპსი" მაინც უფრო ცნობადი ბრენდია და აქედან გამომდინარე, რეალიზაციაც შესაბამისი იქნება. კასრაძის ცნობით, კომპანიას უალკოჰოლო, გაზიანი სასმელების ბაზარზე 26 პროცენტიანი წილი უჭირავს.

 

Royal Crown Cola-ს წარმოება ამერიკაში 1905 წლიდან დაიწყო. პირველად მისი რეცეპტი 1905 წელს კლოდ ა. ჰეჩერმა ჯორჯიაში შეიმუშავა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მსგავსი სასმელების პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა. წარმოების დასაწყისში RC Cola-ს დასამზადებლად ჰეჩერი კოკა-კოლის სიროპს იყენებდა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი  ფორმულის შედგენა გადაწყვიტა. 

 

Royal Crown Cola-ს სახელი ყოველთვის ერთი და იგივე სახელით არ გამოდიოდა. 1910 წელს მას Chero-Cola დაერქვა, თუმცა 1934 წელს ისევ ძველი სახელი ეწოდა.




ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ
access_time2019-07-16 20:00:14
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიღებამაც, შესაძლოა, აიძულოს საერთაშორისო საგადამხდელო სისტემები Visa და MasterCard-ი რუსეთიდან გავიდნენ. თუ ასე მოხვდა, რუსეთის მოქალაქეები ვერ შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უცხოეთში, ხოლო რუსეთში აიკრძალება უცხოური ბანკების პლასტიკური ბარათები. 23 ივლისს იგეგმება კანონპროექტის „ეროვნული საგადასახადო სისტემის თაობაზე“ განხილვის დაწყება. მიღების შემთხვევაში, კანონი...

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“
access_time2019-07-16 19:00:05
“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება “ — ასე აფასებს აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი ზურაბ გურული სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნდებას, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა...

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება
access_time2019-07-16 17:55:19
არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მცირე და საშუალო მეწარმეების დასახმარებლად კონკრეტული მექანიზმები აქვს. კერძოდ, ბახტაძის თქმით, მეწარმეებს, რომლებსაც ბიზნესის განსავითარებლად სესხები აქვს აღებული, მათი პროცენტების თანადაფინანსება სახელმწიფოს...

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს
access_time2019-07-16 17:50:11
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც ბინის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. სესხი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც საცხოვრებელი ბინა ჯერ არ გაუყიდიათ და სურთ, 1 დიდი სახლით ორი, ან უფრო მცირე ბინა შეიძინონ. პროდუქტის დახმარებით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გამარტივებულად, მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა და ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ. მომხმარებლებისთვის 6-თვიანი...


მსგავსი სიახლეები

up