თემურ ჭყონია: თუ „ზუმით“ ქვეყნის მართვა შეგიძლია ბენზინზე მილიონები არ უნდა ხარჯო

თემურ ჭყონია: თუ „ზუმით“ ქვეყნის მართვა შეგიძლია ბენზინზე მილიონები არ უნდა ხარჯო

access_time2021-01-04 18:00:26

პანდემიურ 2020 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი, თემურ ჭყონია აჯამებს. იმის მიუხედავად, რომ 2020 მისი კომპანიისთვის წარმატებული იყო, უკვე გასულ წელს მაინც შეცდომას უწოდებს.

 

„2020 წელი განსაკუთრებულად მძიმე იყო. პანდემიამ ახალი რეალობა შექმნა. ერთადერთი გზავნილი „დარჩი სახლში“ იყო. თუმცა, ეს ყველას არ შეეძლო. ამ პროცესში დარღვეული იყო იმის ჰარმონია, რომ ჩვენ კრეატიული ბიზნესმენები ვყოფილიყავით. ძირითადად პრობლემების გადამწყვეტები ვიყავით, ვიდრე შემოქმედებით მომენტებზე ორიენტირებულები. რა ხდება ახლა? მე ვიბარებ ყველას და ვეუბნები, რომ 2020 წელს რაც იყო, იყო შეცდომა. პირდაპირ ვეუბნები იმის მიუხედავად, რომ ჩვენთვის წარმატებული წელი იყო. პანდემიის პერიოდში კოკა-კოლას რეალიზაციის მატებით საქართველომ მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა, პირველი ვენესუელა იყო. პანდემიის პერიოდში პროცენტული მატებით მთელ მსოფლიოს მოვუგეთ, მაგრამ ამას მოვლა უნდა. ჩვენ ახალს ვიწყებთ. მე აღარ მაინტერესებს 2020“,- აღნიშნა ჭყონიამ.

 

ის პანდემიის დადებით მხარეზეც საუბრობს. ფიქრობს, რომ ახლა, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მართვის სტრუქტურაა შესაცვლელი.

 

„ჩემი აზრით, პანდემიას დადებითი მოვლენაც ახლდა თან. მან ყველას აჩვენა, რომ ქვეყნის მართვა შეიძლება ახალი ტექნოლოგიებითაც. ხშირ შემთხვევაში მართვა ადამიანის სუბიექტურ დამოკიდებულებაზეა. როგორც მოსწონთ, ისე მართავენ, თუმცა არსებობს ტექნოლოგიები, რომელიც გაიძულებს, რომ შენი აზრი, თვისებები შეცვალო და გახდე იმ დროების თანამოზიარე, თანამოაზროვნე. ვინ როგორ შეიცვლება, წარმატებაც მაგაზეა დამოკიდებული.

 

პირადად ჩვენ უფრო კომუნიკაბელურები გავხდით, უფრო მეტ თათბირებს ვაწყობთ. რეგიონების მართვა უფრო გაგვიოლდა და უფრო ხშირიც გახდა. მართვის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ. ძალიან ბევრმა კომპანიამ, დიდმა კომპანიებმა შეცვალეს მართვის სტრუქტურა და ბიუროკრატია შეამცირეს. შეიძლება ვინმემ თქვას, შეამცირეს, ხალხი უმუშევარი დარჩაო, მაგრამ ასე არ ხდება. ადამიანი, რომელიც შემცირებაში მოჰყვა, ისიც პოულობს შემოქმედებით თავისუფლებას. იწყებს ახალ ცხოვრებას. შეიძლება, უკეთესს, ვიდრე ჰქონდა. თუ წინა ცხოვრება არ მოსწონს, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიწყოს თავიდან. თუ ამის ვაჟკაცობა აქვს, ცხოვრებაც გაუხანგრძლივდება“,- განაცხადა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტმა.


 

თემურ ჭყონიას განმარტებით, სირთულეების მიუხედავად, კერძო სექტორმა ბიუჯეტში თანხის შეტანით მისი დახმარება შეძლო.

 

„საზოგადოებამ ბიზნესს უფრო მეტი პატივი უნდა სცეს. იქიდან გამომდინარე, რომ უცხოური ინვესტიციები არ შემოდიოდა, აქტიურობა დაბალი იყო, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა შეინარჩუნეს ბიუჯეტთან ისეთი ურთიერთობა, რომ ის ბოლომდე არ ჩამოქცეულა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ბიზნეს შრომისა და გამბედაობის ხარჯზეა. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას ჰგონია, რომ ბიზნესმენი თავისთვის აკეთებს მარტო. გადასახადებიდან გამომდინარე პროცენტულად რომ დაახარისხო, ჩვენი შრომის დიდი პროცენტი სახელმწიფოს, კარგი გაგებით, ბიუროკრატიულ შენახვაზე მიდის“,- აღნიშნა მან.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება 2021 წელს, ჭყონია ამბობს, რომ ახლა რადიკალური და მეტიც, რევოლუციური გადაწყვეტილებების მიღების დროა. ბიზნესმენის განმარტებით, ბიუროკრატიული ხარჯები საგრძნობლად უნდა შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა.

 

„ახლა აზროვნების დროა და არა ჩვევების. აზროვნების და ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებების დროა, რაც არ უნდა რადიკალური იყოს ის. დიდი შედეგის მომტანი რადიკალური გადაწყვეტილებებია. ჩვენ არც მწვადის დაწვა გვინდა და არც შამფურის და ასე ვერ ვიცხოვრებთ. ქვეყნის ამხელა ბუჯეტს ამხელა მმართველები არ სჭირდება. მით უმეტეს, ახალი ტექნოლოგიების ხარჯზე. რამდენი წელი გავიდა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან და დღესაც ახსენებენ ხოლმე, ბენდუქიძემ ეს რომ გააკეთა, ის რომ გააკეთაო. ე,გ ადამიანმა უამრავი კრიტიკის მიუხედავად ისეთი რაღაც გააკეთა, მაინც თავისი კვალი დატოვა. მთავრობაში ამბობენ, ჩვენ ვაკეთებთ რეფორმებსო. ეს არ არის საკმარისი. ეს დეკლარირებაა ჩემს დასაწყნარებლად. ჩემი დაწყნარება თუ უნდათ, შეუძლიათ წყნარად იყვნენ, მე ძალიან წყნარად ვარ. რადიკალური გადაწყვეტილება არ არის ყოველთვის პოპულარული. რადიკალური გადაწყვეტილება ყოველთვის არაპოპულარულია, მაგრამ ისტორიული. ან უნდა იყო ისტორიული პიროვნება რადიკალური გადაწყვეტილებით, ან თანმდევარი ცხოვრების, რომელიც არც ქვეყანას გამოადგება და ვერც შენს კვალს დატოვებ.

 

პირველი სამ თვეს უნდა მოხდეს  ისეთი რევოლუციური გადაწყვეტილებების მიღება, რომ გაზაფხულზე ხალხმა სხვანაირად უნდა შეხედოს ცხოვრებას. ჩვენ ვინ გვიჯერებს, თორემ სულ შევცვლიდით ყველაფერს. ხარჯები 60%-ით რომ შეამცირო, დედას ვფიცავარ, თუ ვინმეს დააკლდეს. თუ შენ შეგიძლია ზუმით მართო ქვეყანა, რაში გჭირდება ბენზინზე გამოყო მაგალითად, 62 მილიონი ლარი. შეიხი ხარ, თუ რა არის ეს?! მგონი, მთელი არაბეთის საბადოს ესენი ხმარობენ“,- ამბობს თემურ ჭყონია.

ბიზნესპარტნიორი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up